მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პაკისტანის დახმარებით? „თალიბანი“ აცხადებს, რომ პანჯშირი აიღო

© photo: Sputnik / Стрингер / გადასვლა მედიაბანკშითალიბანი ავღანეთში
თალიბანი ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
გამოწერა
გავრცელებული ცნობით, თალიბების მხარეს ბრძოლებში პაკისტანის სპეცდანაყოფები ჩაერთნენ, რომლებსაც დეტალური რუკები ჰქონდათ და შესანიშნავად ერკვეოდნენ ადგილმდებარეობაში.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელ ზაბიულა მუჯაჰიდის ცნობით, ავღანეთის პროვინცია პანჯშირი სრულად გადავიდა თალიბების კონტროლქვეშ. ამის შესახებ ინფორმაციას ის Twitter-ზე აქვეყნებს.

„დაქირავებული მტრების უკანასკნელი საყრდენი, პროვინცია პანჯშირი სრულადაა დაპყრობილი... პანჯშირი ისლამური საამიროს (თალიბების პოლიტიკური სისტემის თვითშერქმეული სახელწოდება — რედ.) კონტროლქვეშაა“, — ნათქვამია მუჯაჰიდის ტვიტში.

მისი თქმით, თალიბები არ შეავიწროვებენ პროვინციის მოსახლეობას.
მანამდე Afghanistan International-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ თალიბების მხარეს ბრძოლებში პაკისტანის სპეცდანაყოფები ჩაერთნენ (სავარაუდოდ ისინი, რომლებიც ადრე სალანგის უღელტეხილზე იყვნენ განლაგებული), რომლებსაც დეტალური რუკები ჰქონდათ და შესანიშნავად ერკვეოდნენ ადგილმდებარეობაში. სწორედ ისინი აკორექტირებდნენ ავიაშეტევებს წინააღმდეგობის ფრონტის პოზიციებზე.
ვითარება ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2021
მსოფლიო დღეს
პანჯშირში წუხელ სასტიკი ბრძოლა გაიმართა: „თალიბანი“ უკუგდებულია - ვრცელდება ვიდეო
გარდა ამისა, გამოცემა წერდა, რომ ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტის (NRFA) ლიდერი აჰმად მასუდი კვლავ პანჯშირშია და უსაფრთხოდაა, ხოლო ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი ტაჯიკეთში გაიქცა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია NRFA-ს პრეს-მდივან ფაჰიმ დაშთის დაღუპვის შესახებ. ინფორმაცია ამის თაობაზე ასევე Twitter-ით ვრცელდება წინააღმდეგობის ფრონტისა და მისი ლიდერის აჰმად მასუდის აკაუნტებით.
ამავე აკაუნტებით დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „თალიბანის“ მხარეს ბრძოლებში პაკისტანის სპეცდანაყოფები იბრძვიან.
ყველა ახალი ამბავი
0