მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო 2022 წლის 1 მარტიდან გახდება

© Sputnik / Alexander Imedashviliმოპედი
მოპედი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
გამოწერა
მოპედების მძღოლებს, სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციაციასთან ერთად, ახალი ტიპის კატეგორიის მართვის მოწმობის აღება მოუწევთ.
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში მოპედების დარეგისტრირება 2022 წლის 1 მარტიდან დაიწყება და ამასთან ერთად მძღოლებს მართვის მოწმობის აღება მოუწევთ. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა.
კანონპროექტის თანახმად, მოპედები მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს გაუთანაბრდება და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის არის დადგენილი.
მოპედის მძღოლი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
მოპედების მფლობელებს მალე მართვის მოწმობის აღება მოუწევთ: მინისტრის განმარტება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მოპედების მძღოლებს მოუწევთ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია და ახალი ტიპის AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება.
დარახველიძის თქმით, მოპედების რეგისტრაცია 2022 წლის 1 მარტამდე ნებაყოფლობითი იქნება.
კიდევ ერთი ცვლილება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, ის არის, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდება.
ყველა ახალი ამბავი
0