დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 სექტემბერი

© courtesy of Travelerქუაქანცალია
ქუაქანცალია   - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 6 სექტემბერია, ორშაბათი. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. ის ადამიანებიც კი, რომლებიც სულ ჩხუბობენ და კამათობენ, დღეს რამე საკითხზე შეძლებენ შეთანხმებას. კარგი დღეა სწავლისთვის. ღირს ყურადღების მიქცევა იმ საქმეებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მარტო თქვენთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 სექტემბერი>>
ვერძი: გაგიჭირდებათ, რომ დღის პირველ ნახევარში პროვოკაციებს არ აჰყვეთ. ემოციური ფონი არასტაბილურია, განწყობა ხშირად გეცვლებათ. ბევრ თქვენგანს გადაუდებელი საქმეები აქვს. კარგი იქნება, თუ გვერდით გეყოლებათ ადამიანი, რომელსაც საზრუნავის ნაწილს ანდობთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა. შეგიძლიათ გადაწყვიტოთ საორგანიზაციო საკითხები. შესაძლებელია თანხის მიღება.
შემოდგომა - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
ზოდიაქო: სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
კურო: ცუდი დღე არ გელოდებათ. შესაძლოა, დიდი გამარჯვებები ვერ მოიპოვით, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი კარგად აეწყობა. შეგიძლიათ დაამთავროთ დაწყებული საქმეები, ისაუბროთ სამუშაოზე როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ ვითარებაში. შედეგებით ნებისმიერ შემთხვევაში კმაყოფილი დარჩებით. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები, ასევე სტუმრიანობა.
ტყუპი: დღემ შეიძლება სირთულეები მოგიტანოთ, მაგრამ ისინი ვერ გაგიფუჭებენ ხასიათს და ვერ შეგიშლიან ხელს მიზნის მიღწევაში. ბევრ რამეს არასტანდარტულად უყურებთ, ხედავთ შესაძლებლობებს, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ – სწორედ ეს გეხმარებათ შესანიშნავი შედეგების მიღებაში. ძალიან კარგი დღეა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის. შეძლებთ შეთანხმებების მიღწევას და გაუგებრობების თავიდან აცილებას.
კირჩხიბი: ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. შესანიშნავად უმკლავდებით პრაქტიკულად ყველაფერს, რასაც ხელს კიდებთ. აჯობებს, თუ რთულ საქმეებს დიდი ხნით არ გადადებთ, რადგან ამისთვის დღის პირველი ნახევარი უფრო ხელსაყრელია. დღის მეორე ნახევარში სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საკითხებში, რადგან ფულის ფლანგვის ხასიათზე ხართ. საღამოს სასიამოვნო სიახლეები შეიძლება გაიგოთ.
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2019
ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას
ლომი: სერიოზულად ეკიდებით ყველა საქმეს, რომელსაც ხელს ჰკიდებთ. სწორედ ეს გეხმარებათ წარმატების მიღწევაში. უკან არ იხევთ, თუ რამე მაშინვე არ გამოგდით. შესაძლებელია ხანგრძლივი პერსპექტიული თანამშრომლობის დაწყება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება თქვენს კარიერაში. სიხარულს მოგგვრით ახლობელ ადამიანთან ურთიერთობები. შეგიძლიათ მასთან გულახდილად ისაუბროთ და გული გადაუშალოთ.
ქალწული: ხელსაყრელი დღე გელოდებათ. ბევრი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ. ამასთან იღბალს არ ენდობით და ცდილობთ, მიზნის მისაღწევად თავად გამოიჩინოთ დიდი ძალისხმევა. გექნებათ პროფესიული პოზიციების გაუმჯობესების შანსი. ბევრი თქვენგანი გამოიყენებს თავის ცოდნასა და ნიჭს. ძალიან სასიამოვნო იქნება მეგობრებთან ურთიერთობები. მათგან შესანიშნავი რჩევები შეიძლება მიიღოთ.
სასწორი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ დილით უსიამოვნო მომენტებს აარიდოთ თავი. ჩვეულებრივზე მეტი უთანხმოებაა მოსალოდნელი. ხანდახან შეთანხმებას ვერ შეძლებთ იმასთანაც კი, ვისთანაც ასეთი პრობლემა არასდროს ყოფილა. მაგრამ სანერვიულო არაფერია – მალე გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევრისთვის გადადეთ.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2018
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ინტუიცია ყველაზე მეტად განვითარებული
მორიელი: ხელსაყრელი დღეა, რომელიც მიესადაგება საქმიან შეხვედრებს, მოლაპარაკებებს სამუშაოზე. შესაძლებელია მოულოდნელი სიახლეების გაგება, რომლებიც თქვენს გეგმებზე მოახდენს გავლენას. მზად ხართ, რომ გარისკოთ, ხოლო ინტუიცია უშეცდომოდ გიკარნახებთ, როდის უნდა გააკეთოთ ეს და როდის – არა. საღამო კარგი დროა ოჯახური ღონისძიებების, მეგობრებთან შეხვედრისთვის. ზოგიერთს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება.
მშვილდოსანი: საქმეებს დიდი ხნით ნუ გადადებთ. დღის დასაწყისი ძალზე ხელსაყრელი დროა და ამიტომ უნდა ისარგებლოთ ამით და შეასრულოთ სამუშაო თუ პირადი გეგმები. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. დღის მეორე ნახევარიც ხელსაყრელი დროა, მაგრამ ის უფრო მშვიდად ჩაივლის – უპრიანია დაისვენოთ, იფიქროთ, ვიდრე იმოქმედოთ. შესაძლებელია რამის იღბლიანად ყიდვა
თხის რქა: დღე საინტერესო იდეებს, ახალ გეგმებს მოიტანს სამუშაოსთან, სწავლასთან ან ბიზნესთან დაკავშირებით. დღეს მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ სამომავლო გეგმების განსაზღვრაში. ენდობით საკუთარ ჯანსაღ აზრს, ვიდრე გარშემომყოფების რჩევებს და სწორადაც იქცევით. შესაძლებელია სასიამოვნო მოვლენები სახლში. ბევრ უთანხმოებას წარსულს ჩააბარებთ. ახლობლებთან ურთიერთობები უფრო თბილი და ჰარმონიული გახდება.
სიყვარული  პირველი რომანტიკული ოცნებებიდან იწყება - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
ზოდიაქო: შეუთავსებელი და ამავე დროს ერთმანეთისთვის მიმზიდველი წყვილები
მერწყული: სასიამოვნო სიურპრიზებისა და კარგი სიახლეების დღეა. შესაძლებელია საჩუქრების, თანხის მიღება. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება – ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით, თუ არ იჩქარებთ და გამოცდილი ადამიანებისგან ისწავლით. შეიძლება გაგიჭირდეთ ყურადღების მობილიზება ჩვეული სამუშაოს შესრულებისას. ეცადეთ, ისეთი საქმე შეარჩიოთ, რომელიც ინსტრუქციის ზუსტ დაცვას არ საჭიროებს.
თევზები: ფრთხილად და ყურადღებით იყავით. ეს საკმარისი იქნება, რომ თავიდან აიცილოთ სერიოზული უსიამოვნებები და ისეთ პრობლემებს არ წააწყდეთ, რომლებიც ცხოვრებას გაგირთულებთ. აჯობებს, თუ ჩვეულ საქმეებს შეასრულებთ. თუ ახალი საქმის დაწყება გინდათ, ჯერ კარგად დაფიქრდით, შეგწევთ თუ არა ძალა მათ გასაკეთებლად. არ ღირს აჩქარება რამის ყიდვისას (რა თქმა უნდა, აუცილებელ ნივთებზე არაა საუბარი).
ყველა ახალი ამბავი
0