„საშინლად ვიჩხუბეთ...“ – ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან ურთიერთობის დეტალებზე ალაპარაკდა

© photo: Sputnik / Aleksey Petrov / გადასვლა მედიაბანკშიანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
გამოწერა
ანჯელინა ჯოლი აცხადებს, რომ როდესაც ბრედ პიტი 2009 წელს ფილმ „უსახელო ნაბიჭვრებში“ თამაშს დათანხმდა, რომლის პროდიუსერი ვაინშტაინი იყო, საშინლად იჩხუბეს. ამის შესახებ მან გამოცემა The Guardian-თან ვრცელ ინტერვიუში ილაპარაკა.
ანჯელინა ჯოლი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ანჯელინა ჯოლი „ინსტაგრამზე“ დარეგისტრირდა და რეკორდი მოხსნა
ოსკაროსანი მსახიობის თქმით, 1998 წელს ფილმ Playing By Heart-ის გადაღებებზე ვაინშტაინმა სასტუმროს ნომერში „საქმიან შეხვედრაზე“ დაიბარა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. ჯოლიმ შეძლო მოძალადისგან თავის დაღწევა და მას შემდეგ ვაინშტაინის არც ერთ ფილმში აღარ უთამაშია. ინციდენტის შესახებ ყველაფერი იცოდა ბრედ პიტმა, თუმცა „უსახელო ნაბიჭვრებში“ თამაშს მაინც დათანხმდა.

„ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო ამ ამბის გაგება, რა თქმა უნდა, საშინლად ვიჩხუბეთ“, – იხსენებს მსახიობი.

აღსანიშნავია, რომ ჯოლის შემთხვევამდე ანალოგიური ძალადობის მსხვერპლი რამდენიმე წლით ადრე გახდა გვინეტ პელტროუ, რომელიც იმ პერიოდში პიტის მეგობარი ქალი იყო.

„სასტუმროს ნომერში ვაინშტაინმა ჩემთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. საშინელი გამოცდილება იყო. ბრედს ყველაფერი მოვუყევი. რამდენიმე დღეში ჰამლეტის პრემიერაზე აღმოვჩნდით სამივე. ბრედმა პროდიუსერი კედელთან მიაყენა და უთხრა, რომ მოკლავდა, თუ ოდესმე თავს არაკომფორტულად მაგრძნობინებდა“, – ამბობს გვინეტ პელტროუ.

ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ ერთმანეთი „მისტერ და მისის სმიტების“ გადასაღებ მოედანზე 2005 წელს გაიცნეს. წყვილი 11-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა.
ბრედ პიტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2020
ყვითელი ამბები
ბრედ პიტის 27 წლის შეყვარებული, რომელიც ქართველ მოდელს ძალიან ჰგავს – ფოტოები
ამ დროისათვის სასამართლო „ბრანჯოლინას“ ექვსი შვილის მეურვეობის საკითხს განიხილავს. ჯოლის თქმით, მის ყოფილ ქმარს ალკოჰოლთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ის ბავშვებისთვის საშიშია. პიტი ბრალდებას კატეგორიულად უარჰყოფს.
ყველა ახალი ამბავი
0