ანჯელინა ჯოლი „ინსტაგრამზე“ დარეგისტრირდა და რეკორდი მოხსნა

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Gage Skidmore / Angelina Jolieანჯელინა ჯოლი
ანჯელინა ჯოლი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
46 წლის ანჯელინა ჯოლი ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ დარეგისტრირდა. მისი პირველი „პოსტი“ ავღანეთში მიმდინარე მოვლენების შესახებაა. მსახიობმა ავღანელი გოგონას წერილი გაავრცელა, სადაც ის „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოებაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.
ანჯელინამ რეგისტრაციიდან სულ ცოტა ხანში „ინსტაგრამზე“ ყველანაირი რეკორდი მოხსნა – ის პირველი ადამიანია, ვინც 8,9 მილიონი ხელმომწერი ყველაზე ხანმოკლე პერიოდში მოაგროვა.
მსახიობი არ აპირებს „ინსტაგრამის“ პირადი მიზნებისთვის გამოყენებას, სოციალურ ქსელს ის მსოფლიოში მომხდარი ამბების გასავრცელებლად გამოიყენებს. ამჟამად კი მას ჯერჯერობით მხოლოდ ორი პოსტი უდევს.
ამ ეტაპისთვის ანჯელინა ჯოლიმ მხოლოდ სამი გვერდი გამოიწერა, ესენია: naacp, doctorswithoutborders და refugees.
ყველა ახალი ამბავი
0