ნიკოლოზ ბასილაშვილმა US Open-ზე ასპარეზობა დაასრულა

© AP Photo / Adam Hungerნიკილოზ ბასილაშვილი
ნიკილოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2021
გამოწერა
ტურნირის მესამე რაუნდში გასვლით ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 180 ათასი დოლარი საპრიზო თანხა გამოიმუშავა
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (39-ე ნომერი АТР-ს რეიტინგით) დაასრულა ასპარეზობა „დიდი სლემის“ სერიის US Open-ის ტურნირზე.
მესამე წრეში ბასილაშვილი ხვდებოდა აშშ-ის წარმომადგენელ ეაილი ოპელკას (22) და სამ სეტში დამარცხდა - 6:7, 3:6, 4:6. მატჩი 2 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.
ოპელკა, რომელიც АТР-ში ცნობილია თავისი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ჩაწოდებით, ძალიან დამაჯერებლად აწვდიდა პირველ ბურთს (68%), ქართველი ჩოგბურთელისგან განსხვავებით. ნიკოლოზის მაჩვენებელმა მხოლოდ 45% შეადგინა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
ქართველმა ჩოგბურთელმა АТР-ს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა
აღსანიშნავია, რომ ოპელკას მიერ აქტიურად მოგებული ბურთების პროცენტიც აშკარად თვალსაჩინოა ბასილიშვილთან შედარებით (52 22-ის წინააღმდეგ).
ტურნირის მესამე რაუნდში გასვლით ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 180 ათასი დოლარი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.
US Open 12 სექტემბრამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 27,2 მლნ დოლარს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია ავსტრიელი დომინიკ ტიმი.
ყველა ახალი ამბავი
0