კალაძე: ორშაბათამდე არ მოვშორდები Facebook-ს და ტელევიზორს

© Sputnik / STRINGERკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2021
გამოწერა
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ორშაბათს გააკეთებს განცხადებას საკუთარ გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე.
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. უნდა ჩავუჯდე სახლში, ორშაბათამდე არ მოვშორდები Facebook-ს და ტელევიზორს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ამ სიტყვებით კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ველოდები. აი, ახლა მივდივარ, უნდა ჩავუჯდე სახლში. მინდა, ვთხოვო და მოგმართოთ თქვენც, რომ აუცილებლად პირდაპირ ეთერში აჩვენოთ, რომ ვნახო“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2020
უცხო ქვეყნის მოქალაქეს სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა არ შეუძლია – კალაძე სააკაშვილზე
უკრაინაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და წინასაარჩევნო კამპანიაში პირადად გეგმავს ჩართვას და ამასთან დაკავშირებით 6 სექტემბერს საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებს.
ყველა ახალი ამბავი
0