უცხო ქვეყნის მოქალაქეს სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა არ შეუძლია – კალაძე სააკაშვილზე

© Government of Georgiaკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, განაგრძობს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარების გაკეთებას და არ მალავს, რომ მონაწილეობს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უნდა გაარკვიოს, რომელი ქვეყნის მოქალაქეა და სად სურს მუშაობა, განაცხადა ჟურნალისტებთან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს, აქვს უკრაინის მოქალაქეობა და უკრაინის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია. მიუხედავად ამისა, Facebook-ის პირად გვერდზე ის აქტიურად აკომენტარებს მოვლენებს საქართველოში არ მალავს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თავის მონაწილეობას.

თინა კანდელაკი  - Sputnik საქართველო
„სააკაშვილმა ჩემზე ძალადობა სცადა“: თინა კანდელაკი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

„ჯერ ერთი, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და იქვე იკავებს რაღაც თანამდებობას. უცხო ქვეყნის მოქალაქეს სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა არ შეუძლია და მიუღებელია, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. ჩამოყალიბდეს, ზოგადად, რა უნდა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რა საქმიანობა სურს და არ სურს. მას ხელს არავინ არ უშლის, შეუძლია დაბრუნდეს და აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე ჩაიდინა", – განაცხადა კალაძემ.

სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლებში იყო. პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ მან დატოვა სამშობლო და საზღვარგარეთ ცხოვრობდა. 2015 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ამ ქვეყნის მოქალაქეობა მისცა და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა.

ყველანი ერთის წინააღმდეგ: საქართველოში სააკაშვილით უკმაყოფილონი არიან>>

როდესაც ექს-პრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. საქართველოში კი მასზე და მის თანამებრძოლებზე არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ამჟამად სააკაშვილს დაუსწრებლად ორი საპატიმრო ვადა აქვს მისჯილი, მთლიანობაში ექვსი წელი. სასამართლოში კიდევ რამდენიმე საქმე განიხილება მის წინააღმდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0