Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გამყრელიძე: უკვე აუცილებელია, რომ სტუდენტები იყვნენ აცრილი

© photo: Sputnik / Natia Kvartskhavaრიგი ვაქცინაციაზე
რიგი ვაქცინაციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი სასწავლო წელი, როგორც წესი, 15 სექტემბერს იწყება. თუმცა, რთული ეპიდსიტუაციის გამო, 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პედაგოგებს, ლექტორებსა და სტუდენტებს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში.
გამყრელიძემ უსაფრთხო სკოლებისა და უნივერსიტეტების კონცეფციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლებისთვის აუცილებელია პედაგოგების, ლექტორებისა და სტუდენტების იმუნიზაცია.
„სწავლა რომ დავიწყოთ, აუცილებელია მათი მაქსიმალური რაოდენობით აცრა. უნივერსიტეტების სტუდენტები უკვე აუცილებელია, რომ იყვნენ აცრილი, რადგან ოქტომბერში დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს ქვეყანაში. განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის აუცილებელია, მათ უჭირთ ონლაინ სწავლა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მშობლებსაც მოუწოდა აცრებისკენ.
„გაითავისოს თითოეულმა მშობელმა, ყველას ხომ უნდა, რომ ბავშვი სკოლაში დადიოდეს, აიცრას თითოეული მშობელი", - აღნიშნა გამყრელიძემ.
ვაქცინაცია აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი აჭარაში: რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიში
მანამდე გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვიდრე დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ არ ჩამოვა და ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგ-პროფესორების 80% ვაქცინირებული არ იქნება, სკოლებსა და უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემო არ იქნება. 28 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა 46%-ია ვაქცინირებული.
საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. 5 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1.314.104 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 838.356 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29,4%. სრულად ვაქცინირებულია 475 748 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 16,7%. 4 სექტემბერს აიცრა 22.733 ადამიანი. სპეციალისტების განმარტებით, პანდემიის დასაძლევად მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 70% უნდა აიცრას.
ყველა ახალი ამბავი
0