Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი აჭარაში: რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიში

© Batumi City Hallვაქცინაცია აჭარაში
ვაქცინაცია აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2021
გამოწერა
უწყების ცნობით, აჭარის რეგიონში პედაგოგებისა და სკოლებში დასაქმებული პირების ამ ეტაპზე 50% მეტი ორჯერადად აცრილია.
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. აჭარაში სულ 157.889 აცრა ჩატარდა, აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აჭარაში მოზრდილი მოსახლეობის 37,3% ერთი დოზითაა აცრილი, ხოლო ორი დოზით - 20,9 %.
უწყების ინფორმაციით, აქტიურად გრძელდება მუნიციპალიტეტებში პედაგოგების ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერა. ასევე, გრძელდება მაღალმთიან სოფლებში გამსვლელი ბრიგადებით იმუნიზაციაც.
კერძოდ, გასვლითი ბრიგადების საშუალებით იმუნიზაცია ხორციელდება მუნიციპალიტეტების ისეთ სოფლებში, რომლებიც დაშორებულია ადმინისტრაციულ ცენტრებს. ამ დროისთვის, ამ ბრიგადების მიერ 14 ლოკაციაზე 460-ზე მეტი აცრა ჩატარდა.
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
74 გარდაცვლილი: კოვიდ-ვითარება თბილისსა და რეგიონებში
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
საქართველოს მასშტაბით ორჯერადად აცრილის მოზრდილი მოსახლეობის 16,7%. სპეციალისტების თვალსაზრისით, პანდემიის დასაძლევად მოზრდილი მოსახლეობის 60-70% უნდა აიცრას.
ყველა ახალი ამბავი
0