https://sputnik-georgia.com/20210905/gamyrelize-pirbadis-tarebis-macveneblis-gazrdit-davzogavt-adamianebis-sicocxles-259327626.html
გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებლის გაზრდით დავზოგავთ ადამიანების სიცოცხლეს
გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებლის გაზრდით დავზოგავთ ადამიანების სიცოცხლეს
Sputnik საქართველო
როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, კორონავირუსის ეპიდემიის შესაკავებლად ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რეგულაციების დაცვა და პირბადის ტარება. 05.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-05T16:03+0400
2021-09-05T16:03+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/05/252507934_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_1d00df824baf3eecfa2aab3ca5dce8a5.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. თუ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ს მიაღწევს, სხვადასხვა პროგნოზული მაჩვენებლით, ყოველთვიურად 50-70 ადამიანის სიცოცხლე გადარჩება, განაცხადა „რუსთავის2“-ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე 70-80 ადამიანი იღუპება. გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევები შემცირებულია, ქვეყანაში ეპიდვითარება ჯერ კიდევ რთული რჩება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ პირბადის ტარების ნიშნული ქვეყანაში შემცირებულია და 43%-მდეა ჩამოსული. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2.210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვმა 564 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 514 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 7.806 პირი. ბოლო დღე-ღამეში 74 ადამიანი გარდაიცვალა. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.
https://sputnik-georgia.com/20210905/gamyrelize-ukve-aucilebelia-rom-studentebi-aicran-259325699.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/05/252507934_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_0e8b10cc28352e190aa9393dafb1c883.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებლის გაზრდით დავზოგავთ ადამიანების სიცოცხლეს
16:03 05.09.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, კორონავირუსის ეპიდემიის შესაკავებლად ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რეგულაციების დაცვა და პირბადის ტარება.
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. თუ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ს მიაღწევს, სხვადასხვა პროგნოზული მაჩვენებლით, ყოველთვიურად 50-70 ადამიანის სიცოცხლე გადარჩება, განაცხადა
„რუსთავის2“-ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე 70-80 ადამიანი იღუპება.
გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევები შემცირებულია, ქვეყანაში ეპიდვითარება ჯერ კიდევ რთული რჩება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ პირბადის ტარების ნიშნული ქვეყანაში შემცირებულია და 43%-მდეა ჩამოსული.
„ასეთი რთული მდგომარეობაა ქვეყანაში და ეს მთავარი დამცველი საშუალება - პირბადე - რომ ყველამ, მოსახლეობის 95%-მა ატაროს, პირიქით მოდის ქვევით, რაც ძალიან ცუდია პროგნოზულად. რთული მდგომარეობაა ქვეყანაში და რომ გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე, საჭიროა რომ ყველამ დავიცვათ ეს რეკომენდაციები - პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრების თავის არიდება და აცრა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2.210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვმა 564 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 514 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 7.806 პირი. ბოლო დღე-ღამეში 74 ადამიანი გარდაიცვალა. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.