https://sputnik-georgia.com/20210905/espanetis-nakrebi-wagebis-semdeg-saqartvelos-nakrebs-xvdeba-259326965.html
ესპანეთის ნაკრები წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრებს ხვდება
ესპანეთის ნაკრები წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრებს ხვდება
Sputnik საქართველო
გაზაფხულზე თბილისში ესპანელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს, დამატებით დროში დანი ოლმოს მიერ გატანილი გოლის წყალობით 05.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-05T15:16+0400
2021-09-05T15:16+0400
2021-09-05T15:16+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/02/252198914_225:447:3071:2048_1920x0_80_0_0_8e3a3bf712cced618fd563f5ad833610.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. 2022 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ესპანეთის და საქართველოს ნაკრებებს შორის ქალაქ ბადახოსში 5 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.ამჟამინდელი შესარჩევი ციკლის მეორე ტურში გუნდები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. 28 მარტს თბილისში ესპანელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს, დამატებით დროში დანი ოლმოს მიერ გატანილი გოლის წყალობით.ამ შეხვედრის გარდა, ესპანეთის და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესარჩევ ციკლში „ფურია როჰამ“ ორივე შეხვედრა მოიგო - გასვლაზე 1:0, შინ - 2:0. მესამე თამაში ამხანაგური იყო. 2016 წლის ივნისში ხეტაფეში საქართველოს ნაკრებმა ესპანელებს თორნიკე ოქრიაშვილის გოლის წყალობით 1:0 მოუგო.დღევანდელ მატჩს მოემსახურება მსაჯების პორტუგალიური ბრიგადა ტიაგუ მენდეშის ხელმძღვანელობით. ფლანგებზე მას ასისტირებას გაუწევენ ლუის კამპოსი და პედრო ალმეიდა. სარეზერვო არბიტრი უგო მიგელია, ხოლო VAR-ის მსაჯი - ლუის გოდუნიო.ამჟამინდელი შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურში ორივე ნაკრები დამარცხდა. ესპანეთმა გასვლაზე წააგო შვედეთთან 1:2, ხოლო საქართველომ შინ კოსოვოს ვერ მოუგო (0:1).ამჟამად ესპანეთის ნაკრები В ჯგუფში შვიდი ქულით მეორე ადგილს იკავებს. რაც შეეხება საქართველოს, ვილი სანიოლის აღსაზრდელები ოთხი თამაშის შემდეგ ერთი ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილს იკავებენ.
https://sputnik-georgia.com/20210902/saqartvelos-fexburtis-nakrebma-msoflio-2022-is-sesarcevi-matci-kosovostan-waago-259271754.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/02/252198914_920:435:3071:2048_1920x0_80_0_0_75decc872f96b89ead6db6970fde55d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
ესპანეთის ნაკრები წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრებს ხვდება
გაზაფხულზე თბილისში ესპანელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს, დამატებით დროში დანი ოლმოს მიერ გატანილი გოლის წყალობით
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. 2022 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ესპანეთის და საქართველოს ნაკრებებს შორის ქალაქ ბადახოსში 5 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ამჟამინდელი შესარჩევი ციკლის მეორე ტურში გუნდები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. 28 მარტს თბილისში ესპანელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს, დამატებით დროში დანი ოლმოს მიერ გატანილი გოლის წყალობით.
ამ შეხვედრის გარდა, ესპანეთის და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესარჩევ ციკლში „ფურია როჰამ“ ორივე შეხვედრა მოიგო - გასვლაზე 1:0, შინ - 2:0. მესამე თამაში ამხანაგური იყო. 2016 წლის ივნისში ხეტაფეში საქართველოს ნაკრებმა ესპანელებს თორნიკე ოქრიაშვილის გოლის წყალობით 1:0 მოუგო.
დღევანდელ მატჩს მოემსახურება მსაჯების პორტუგალიური ბრიგადა ტიაგუ მენდეშის ხელმძღვანელობით. ფლანგებზე მას ასისტირებას გაუწევენ ლუის კამპოსი და პედრო ალმეიდა. სარეზერვო არბიტრი უგო მიგელია, ხოლო VAR-ის მსაჯი - ლუის გოდუნიო.
ამჟამინდელი შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურში ორივე ნაკრები დამარცხდა. ესპანეთმა გასვლაზე წააგო შვედეთთან 1:2, ხოლო საქართველომ შინ კოსოვოს ვერ მოუგო (0:1).
ამჟამად ესპანეთის ნაკრები В ჯგუფში შვიდი ქულით მეორე ადგილს იკავებს. რაც შეეხება საქართველოს, ვილი სანიოლის აღსაზრდელები ოთხი თამაშის შემდეგ ერთი ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილს იკავებენ.