https://sputnik-georgia.com/20210902/saqartvelos-fexburtis-nakrebma-msoflio-2022-is-sesarcevi-matci-kosovostan-waago-259271754.html
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიო-2022-ის შესარჩევი მატჩი კოსოვოსთან წააგო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიო-2022-ის შესარჩევი მატჩი კოსოვოსთან წააგო
Sputnik საქართველო
კოსოვოსთვის ეს გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატების 13 შესარჩევ მატჩში პირველი გახდა, ხოლო საქართველო მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ციკლში ზედიზედ 21-ე... 02.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-02T23:39+0400
2021-09-02T23:39+0400
2021-09-02T23:39+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24554/50/245545019_336:120:1565:811_1920x0_80_0_0_9746e052b25f4eb21af69bbc846bc39f.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ბათუმში მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩში В ჯგუფში კოსოვოსთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე საკუთარ კარში ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ გაიტანა.სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილ დროში სტუმრების კართან ვერცერთი სახიფათო მომენტი ვერ შექმნა.ამ გამარჯვების შედეგად კოსოვოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში პირველი ქულები მოიპოვა, გადაინაცვლა მეოთხე პოზიციაზე და სატურნირო ცხრილში საქართველოს გაუსწრო.აღსანიშნავია, რომ კოსოვოსთვის ეს გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატების 13 შესარჩევ მატჩში პირველი გახდა, ხოლო საქართველო მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ციკლში ზედიზედ 21-ე თამაშს აგებს. ბოლო წარმატება თარიღდება 2012 წლით, როდესაც ბელარუსს ანგარიშით 1:0 მოვუგეთ.2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო შესარჩევ მატჩს საქართველო გასვლაზე 5 სექტემბერს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
https://sputnik-georgia.com/20210901/kosovos-fexburtis-nakrebis-mtavari-mwvrtneli-saqartvelostan-saintereso-tamass-velodebi-259230884.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24554/50/245545019_649:126:1507:770_1920x0_80_0_0_7f8ba71ad7e7ae6862233bdf0cb5c454.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიო-2022-ის შესარჩევი მატჩი კოსოვოსთან წააგო
კოსოვოსთვის ეს გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატების 13 შესარჩევ მატჩში პირველი გახდა, ხოლო საქართველო მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ციკლში ზედიზედ 21-ე თამაშს აგებს.
თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ბათუმში მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩში В ჯგუფში კოსოვოსთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე საკუთარ კარში ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ გაიტანა.
სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილ დროში სტუმრების კართან ვერცერთი სახიფათო მომენტი ვერ შექმნა.
ამ გამარჯვების შედეგად კოსოვოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში პირველი ქულები მოიპოვა, გადაინაცვლა მეოთხე პოზიციაზე და სატურნირო ცხრილში საქართველოს გაუსწრო.
აღსანიშნავია, რომ კოსოვოსთვის ეს გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატების 13 შესარჩევ მატჩში პირველი გახდა, ხოლო საქართველო მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ციკლში ზედიზედ 21-ე თამაშს აგებს. ბოლო წარმატება თარიღდება 2012 წლით, როდესაც ბელარუსს ანგარიშით 1:0 მოვუგეთ.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო შესარჩევ მატჩს საქართველო გასვლაზე 5 სექტემბერს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.