მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ავღანეთში ქალთა თავშესაფრები იხურება

© AP Photo / Jose Luis Maganaქაბულიდან ევაკუირებული ოჯახები
ქაბულიდან ევაკუირებული ოჯახები - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2021
გამოწერა
თავშესაფრების ბინადართა ნახევარზე მეტმა ქალმა მათ მიმართ ფიზიკური ძალადობის შესახებ განაცხადა, 17%-მა - სექსუალური ძალადობის შესახებ
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. ავღანეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქალთა ძალადობისგან დაცვის სამსახურის ქსელის ცენტრები იხურება. დაწესებულებების ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი ბენეფიციარებთან ერთად გაქცეულია, წერს The New York Times.
„ჩვენი თავშესაფრები, ქალთა დაცვის ცენტრები აღარ არსებობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალში უწინდებურად შევძლოთ იმ საქმის დიდი ნაწილის გაკეთება, რასაც ქალებისთვის ვაკეთებდით“, - განაცხადა ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა სუნიტა ვიშვანატმა.
პერსონალმა შეიფარა რამდენიმე გოგონა და ქალი თავის სახლებში, რადგან ციხიდან გათავისუფლებული ნათესავები მათ მოკვლით ემუქრებოდნენ.
ავღანელი ქალები - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2021
მსოფლიო დღეს
თალიბები განათლების მიღებისა და მუშაობის უფლებას მხოლოდ ჰიჯაბიან ქალებს მისცემენ
ორგანიზაციას „ქალები ავღანელი ქალებისთვის“ წლები დასჭირდა იმისათვის, რომ ავღანეთში შექმნილიყო ქალთა დაცვის სამსახურის ყველაზე მსხვილი ქსელი 14 პროვინციაში - 32 თავშესაფარი, ოჯახური ორიენტაციის ცენტრი და ბავშვთა სახლი.
ავღანელი ქალების ნახევარზე მეტმა განაცხადა ფიზიკური ძალადობის შესახებ და 17%-მა - სექსუალური ძალადობის შესახებ. თითქმის 60%-ს ძალით ათხოვებენ, აღნიშნავს გამოცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში ათჯერ გაძვირდა ფარანჯა. ხელისუფლებაში თალიბების მოსვლის შემდეგ ქალებს საათობით უწევთ რიგებში დგომა იმისათვის რომ გარდერობის ეს ნაწილი შეიძინონ.
ყველა ახალი ამბავი
0