https://sputnik-georgia.com/20210904/rtveli-2021-kaxetsi-37-atas-tonamde-yirzeni-gadamusavda-259318890.html
რთველი-2021: კახეთში 37 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
რთველი-2021: კახეთში 37 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
Sputnik საქართველო
კონდიციური ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთში ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღიდან 3 სექტემბერს დაიწყო, მომავალი კვირიდან კი რეგიონის სხვა... 04.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-04T20:34+0400
2021-09-04T20:34+0400
2021-09-04T20:34+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249577074_0:868:2049:2020_1920x0_80_0_0_7383a24946f5d92cb10588c400d9a9f3.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. კახეთში ღვინის ქარხნებმა ადგილობრივი ფერმერების მიერ ჩაბარებული 37 ათას ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ცნობით, წლევანდელი მოსავალი დაახლოებით ცხრაჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. „რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძენი საწარმოებს 3.300-მდე მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 35 მლნ ლარზე მეტი მიიღეს. კონდიციური ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთში ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღიდან დაიწყო, მომავალი კვირიდან კი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ გადამუშავებული ყურძნიდან 15 ათას ტონაზე მეტი დასეტყვილი მოსავალია. 26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში – ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაანადგურა და დააზიანა 4,6 ათასი ჰექტარი ვენახი. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე 10%-დან 90%-მდე იყო. მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს მევენახეები 1კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1კგ საფერავს - 1 ლარად აბარებენ. ამ დროისთვის, კვლავ მიმდინარეობს სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა.
https://sputnik-georgia.com/20210904/qartuli-rvinis-kompaniebis-warmateba-zafxulis-degustaciaze-259317477.html
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2021
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო
რთველი-2021: კახეთში 37 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
კონდიციური ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთში ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღიდან 3 სექტემბერს დაიწყო, მომავალი კვირიდან კი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. კახეთში ღვინის ქარხნებმა ადგილობრივი ფერმერების მიერ ჩაბარებული 37 ათას ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს, იუწყება 
ღვინის ეროვნული სააგენტო.  სააგენტოს ცნობით, წლევანდელი მოსავალი დაახლოებით ცხრაჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 
„რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძენი საწარმოებს 3.300-მდე მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 35 მლნ ლარზე მეტი მიიღეს. კონდიციური ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთში ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღიდან დაიწყო, მომავალი კვირიდან კი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 
აღსანიშნავია, რომ გადამუშავებული ყურძნიდან 15 ათას ტონაზე მეტი დასეტყვილი მოსავალია. 
26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში – ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაანადგურა და დააზიანა 4,6 ათასი ჰექტარი ვენახი. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე 10%-დან 90%-მდე იყო. 
მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს მევენახეები 1კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1კგ საფერავს - 1 ლარად აბარებენ. 
ამ დროისთვის, კვლავ მიმდინარეობს სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა.