ქართული ღვინის კომპანიების წარმატება ზაფხულის დეგუსტაციაზე
© Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgiaქართული ღვინის ხარისხის შემოწმება
© Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia
გამოწერა
ქართულმა ღვინოებმა საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსზე ჯამში ერთი ორმაგი ოქროს, 18 ოქროს და რვა ვერცხლის მედალი დაიმსახურეს
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. ქართული ღვინის კომპანიის - „მეღვინეობა პი“ 2020 წლის „საფერავმა“ MUNDUS VINI-ის ზაფხულის დეგუსტაციაზე ორმაგი ოქროს მედალი დაიმსახურა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ოქროს მედლები ასევე მიიღეს შემდეგმა ღვინოებმა:
„თელავის ღვინის მარანი“ - ხუთი მედალი: „ქინძმარაული 2020“, „საფერავი კონდოლი 2018“, „მუკუზანი 2019“, „სატრაპეზო ქვევრი 2018“, „რეზერვი 2012“;
„მეღვინეობა შუმი“ - ოთხი მედალი: „იბერიული ნაფარეული 2019“, „იბერიული ბიო რქაწითელი 2019“, „იბერიული მწვანე 2019“, „ვინობიზა საფერავი კაბერნე 2019“;
„ასკანელი ძმები“ ორი მედალი: „რქაწითელი ქვევრი 2019“, „საფერავი ქვევრი 2019“;
„ნაბერაული“ ორი მედალი: „საფერავი ძელშავი 2020“, „ტვიში 2020“;
„მეღვინეობა წერეთელი“ - „საფერავი ქვევრი 2019“;
„ყვარლის მარანი” - „მუკუზანი“;
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ – „საფერავი რეზერვი 2015“;
„მეღვინეობა ხარება“ - „საფერავი 2017“;
„რთველისი” – „მუკუზანი 2019“;
ვერცხლის მედლები:
„ასკანელი ძმები“ - ორი ვერცხლის მედალი: „ცქრიალა ღვინო 2019“, „მუკუზანი პრემიუმი 2019“;
„მეღვინეობა ხარება“ ორი ვერცხლის მედალი: „მწვანე 2020“, „იმერული ციცქა 2020“;
„რთველისი“ - „საფერავი 2019“;
„მეღვინეობა შუმი“ - „ვინობიზა წინანდალი პრემიუმი 2019“;
„ნაბერაული” - ცოლიკოური 2020;
„თელავის ღვინის მარანი“ – „სატრაპეზო საფერავი 2018“.
MUNDUS VINI-ის ზაფხულის დეგუსტაციაში მსოფლიოს 35 ქვეყნიდან 4500 ღვინო მონაწილეობდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ მსგავს პრესტიჟულ კონკურსში წარმატება ქართული ღვინოების მაღალი ხარისხით არის განპირობებული.