Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელები ქუჩაში
გამვლელები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.684-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 562.627-ს მიაღწია.
თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.684 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.080 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 262, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 238, კახეთი – 232, ქვემო ქართლი – 224, აჭარა – 212, შიდა ქართლი – 198, მცხეთა-მთიანეთი – 90, გურია – 78, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.695 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 509.181-მდე გაიზარდა.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: კორინავირუსმა 83 ადამიანი იმსხვერპლა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 83 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 7.732-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 45.688 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7.061 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.068, იმერეთში – 1.088, აჭარაში – 856.
1.575 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 400 პირი, მათგან თბილისში – 239, აჭარაში – 42, იმერეთში – 37.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.453 ადამიანი, მათ შორის 1.177 – თბილისში, 791 – აჭარაში.
36.174 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
პრემიერი: „ლოკდაუნი“ გამოსავალი არაა
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 99, ხოლო აჭარაში – 3. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39.046 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18.437, აჭარაში – 5.144, იმერეთში – 3.847.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.684-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 562.627-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0