გიორგი გახარიას პარტიამ ვადამდელ არჩევნებს დაუჭირა მხარი

© press-service of George Gakhariaგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2021
გამოწერა
პარტია ბოლო დრომდე ცდილობდა ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას და ამ მოთხოვნას ღიად არ უჭერდა მხარს.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ.
ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით. გახარიას პარტია, რომელიც სულ სამი თვის წინ შეიქმნა, ბოლო დრომდე ცდილობდა ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას და ამ მოთხოვნას ღიად არ უჭერდა მხარს.
„საქართველოს მოქალაქეები ძალიან კარგად ხედავენ, რამდენად უსუსურია დღევანდელი ხელისუფლება და რამდენად არა აქვს საკმარისი რესურსი მართოს ქვეყანა ღირსეულად და რამდენად არ ყოფნის რესურსი იმისთვის, რომ უპასუხოს გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას - ეკონომიკური იქნება ეს, პანდემიერი იქნება, თუ კიდევ სხვა ბევრი გამოწვევა. ამიტომ როდესაც შენ არ შეგწევს ძალა, ნორმალურად მართო ქვეყანა, ლოგიკურია, რომ რიგგარეშე არჩევნები დადგება დღის წესრიგში“, - განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
გახარია დებატებში იწვევს თავის ძირითად კონკურენტებს – კალაძეს და მელიას
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი გაწერილია დასავლელი პარტნიორების შუამავლობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილ შეთანხმებაში. შეთანხმების პირობებით, ეს არჩევნები შესაძლებელია, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა 43%-ის მხარდაჭერას ვერ მიიღებს.
ამ ეტაპზე შეთანხმების აღნიშნული პუნქტი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ის ანულირებულია, დასავლელი შუამავლები და ოპოზიცია კი აცხადებენ, რომ ის კვლავ ძალაშია.
ყველა ახალი ამბავი
0