დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 სექტემბერი

© Pixabay / Pexelsმზის ჩასვლა ზღვაზე
მზის ჩასვლა ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 4 სექტემბერია, შაბათი. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
ის დღეა, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში აჩქარება არ ივარგებს, თუმცა ვარსკვლავები ყველანაირად გვიბიძგებენ ამისკენ. მით უფრო არ ღირს მიღებული გადაწყვეტილებების სასწრაფოდ ცხოვრებაში განხორციელება. რაც არ უნდა გენიალურად მოგეჩვენოთ იდეა, ყველაზე გონივრული იქნება ერთი–ორი დღე დაცდა. დღეს ემოციები გონებაზე ბატონობს, ამიტომ შეცდომის ალბათობა ძალიან დიდია.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 სექტემბერი>>
ვერძი: მრავალფეროვანი ემოციების ტყვეობაში ხართ. მთელი დღე გექნებათ მისწრაფება, რომ მოვლენების ცენტრში აღმოჩნდეთ. ყურადღების მიქცევა კი საკმაოდ მარტივი იქნება – საკმარისია სიმდიდრისა და წარმატების თემას შეეხოთ. ყველაფერი, რაც დიდ ფულსა და მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას უკავშირდება, დღეს ირგვლივ მყოფ ადამიანებში დიდ დაინტერესებას გამოიწვევს.ამის საფუძველზე შეძლებთ თანამოაზრეების შეკრებას და საინტერესო ადამიანებთან დაახლოებას.
„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
მეყვარები, სანამ... – ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების მოთმინების ზღვარი
კურო: აჯობებს, თუ ენას კბილს დააჭერთ – არის საშიშროება, რომ ახლობელ ადამიანებთან ზედმეტი წამოგცდეთ და ამით ურთიერთობებს შეუქმნათ საფრთხე. უბრალო, გულითადი საუბარი დღეს შეიძლება შეუმჩნევლად გადაიზარდოს მაღალ ტონში ლაპარაკში და კიდევ უფრო მწვავე ჩხუბში. აქამდე რომ არ მივიდეს საქმე, ახლობლებთან ურთიერთობებში მოერიდეთ საჩოთირო თემების განხილვას და არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ პიროვნებას.
ტყუპი: დღევანდელი დღე შეიძლება უსასრულო ლაპარაკში გაილიოს. საუბრები კი ძირითადად წარმატებებისა და ფულის თემაზე იქნება აგებული და ასევე იმაზე, თუ რატომ არ გაქვთ ეს ყველაფერი დღემდე. არ არის გამორიცხული, რომ ერთ–ერთი ასეთი საუბრის დროს ისე, რომ ეს თავადაც ვერ შეამჩნიოთ, განადიდოთ საკუთარი დამსახურებები, ღირსებები და ამით დიდი ხნით ფანტაზიორის სახელი მოიხვეჭოთ.
კირჩხიბი: ეს ის დღეა, როდესაც თქვენი კეთილდღეობის საკითხი 180 გრადუსით შეიძლება შეიცვალოს და არაა აუცილებელი, ესე უკეთესობისკენ მოხდეს. ისე, როგორც არასდროს, უდიდესი სიფრთხილე გჭირდებათ ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში. ასევე არ გაწყენთ სიფრთხილე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში. სამწუხაროდ, სულ მცირე გაუგებრობასაც კი დიდი ქარიშხლის ამოვარდნა შეუძლია, რომლის „ჩადგომას“ ასევე დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში
ლომი: ნამდვილად არ გაწყენთ მოკრძალება და საკუთარი ამბიციების შესაძლებლობებთან შედარება. არ დაგავიწყდეთ, რომ „ნაპოლეონისებური“ გიგანტური გეგმები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ისიც გაიხსენეთ, რომ ყველა ნაპოლეონს თავისი კარიერა კარგად არ დაუსრულებია. ამიტომ მოიკრიბეთ გონება, კარგად გაიაზრეთ, რისი მიღწევა გსურთ და როგორ შეძლებთ ამას, და თუ ეს თქვენს ძალებს აღემატება, შეჩერდით – ასე ბევრს მოიგებთ.
ქალწული: დღეს გარემოებები გეგმებს არაერთხელ შეგაცვლევინებთ, გაიძულებთ დინების წინააღმდეგ წასვლას. ამავე დროს, ასეთ მომენტებში უცნაურ პასიურობას და გარემოებებთან შეწინააღმდეგების სურვილის არქონას იგრძნობთ. თუ ამგვარ განწყობას აჰყვებით, რისკავთ, რომ პრობლემები დაიხვავოთ თავზე. ასე რომ, გინდათ თუ არა, დინების საწინააღმდეგოდ ცურვა მაინც მოგიწევთ.
სასწორი: თქვენი დღე იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ „რომელ ფეხზე ადგებით“. თუ კარგი განწყობით გაიღვიძებთ, დღე ყველა მიმართულებით კარგად, უფრო სწორად, შესანიშნავად აეწყობა. და თუ „მარცხენა ფეხზე“ ადგებით, მთელი დღე უაზროდ ჩაივლის, ვერ შეძლებთ ვერაფრის გაკეთებას და ყველაფერი და ყველა ირგვლივ გაგაღიზიანებთ. ასე რომ არ მოხდეს, რომ გაიღვიძებთ, დაფიქრდით, მიმოიხედეთ ირგვლივ, კარგად გაიაზრეთ ყველაფერი და შემდეგ უკვე აუცილებლად „მარჯვენა ფეხით“ ადექით.
კაირო - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2018
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად
მორიელი: დღეს მთელი თქვენი მოთმინება და ამტანობა უნდა აჩვენოთ. სამწუხაროდ, მცირე ნაპერწკალსაც კი დიდი ხანძრის გაჩენა შეუძლია თქვენ გულში, რის გამოც ერთი ხელის მოსმით შეიძლება ხაზი გადაესვას ყველა თქვენს საქმესა და გეგმას. და თუ იგრძნობთ, რომ სადაცაა, იფეთქებთ, ყველანაიარდ უნდა დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ „აფეთქება“ ორი დღით გადადოთ – ზეგ „ხანძარი დიდ ფართობზე“ არ გავრცელდება.
მშვილდოსანი: დღეს თქვენი ცხოვრება სხვადასხვა გეგმითა და პროექტით აივსება. და ეს მშვენიერია, რადგან სწორედ დღეს ბედისწერა მაქსიმალურ შანსებს მოგცემთ, რომ ეს გეგმები განახორციელოთ. მაგრამ ეცადეთ, რომ ეს დიდი შესაძლებლობები წვრილმანებზე არ „დაახურდავოთ“. არ მოერიდოთ დიდ და ხმაურიამ კომპანიებს. პირიქით, წარმატებები დღეს სწორედ იქ გელოდებათ.
თხის რქა: სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ ეს. ვნებებს „აალების“ საშუალება არ უნდა მისცეთ. მთელი დღე შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემომყოფებს სხვა საქმე არა აქვთ გარდა იმისა, რომ თქვენს ნერვებზე ითამაშონ. მაგრამ ეს ასე არაა. ირგვლივ მყოფ ადამიანებს თავიანთი საქმეები აქვთ, თავიანთი საზრუნავი. თქვენს ნერვებზე სათამაშოდ კი მხოლოდ ხანდახან თუ მოიცლიან.
დედა და შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2020
ზოდიაქოს ნიშნები დედამთილის ამპლუაში
მერწყული: დღეს შეიძლება არაერთხელ განიცადოთ მღელვარება. რაღაც მოვლენებმა ან მოულოდნელმა შეხვედრამ, შესაძლოა, ემოციების ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვიოს. არც ისაა გამორიცხული, რომ თქვენს სულში ყოვლის მომცველი ვნება აენთოს. მაგრამ რა გრძნობებიც არ უნდა ბობოქრობდეს თქვენ გულში, აჯობებს, თუ ნაჩქარევ დასკვნებს არ გამოიტანთ – ერთ–ორ დღეში გარემოებები შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს.
თევზები: თავშეკავებასთან დაკავშირებით პრობლემებია მოსალოდნელი. ეს უფრო წვრილმანებთან მიმართებით გამოვლინდება მძაფრად, ამასთან, კომიკური ელფერიც შეიძლება შეიძინოს. ყველაზე კარგი გამოსავალი დღეს ის იქნება, თუ მრავალრიცხოვან გაუგებრობებს ხუმრობის პრიზმაში გაატარებთ. მათზე მშვიდი და ადეკვატური რეაგირება მაინც არ გამოგივათ.
ყველა ახალი ამბავი
0