Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ორგანო 30 წლით ბერდება: COVID-19-მა ახალი საფრთხე გამოავლინა

© AFP 2024 / HANDOUTCOVID-19-ით დაზიანებული უჯრედი
COVID-19-ით დაზიანებული უჯრედი  - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2021
გამოწერა
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. იმ ადამიანების ორგანოები, რომლებმაც COVID-19-ის რთული ფორმა გადაიტანეს, შეიძლება ათობით წლით იყოს „დაბერებული“, ნათქვამია ჟურნალ Journal of the American Society of Nephrology-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში.
ამერიკელი მეცნიერების მასშტაბური კვლევის თანახმად, თირკმელების პრობლემა შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს მას შემდეგ, რაც პაციენტები პირველადი ინფექციისგან გამოჯანმრთელდებიან. ამამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის სერიოზული შემცირება ზოგ პაციენტში.
პაციენტი გამოკვლევაზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
მსოფლიო დღეს
დადგინდა COVID-19-ის კიდევ ერთი საფრთხე: მეცნიერთა რჩევა
დადგინდა ისიც, რომ, რაც უფრო მძიმედაა პაციენტი, მით უფრო სავარაუდოა, რომ ის მას თირკმლის ხანგრძლივი დაზიანება ექნება, თუმცა ამისგან არც ნაკლებად მძიმე პაციენტები არიან დაცული.
მკვლევარებმა გააანალიზეს 89 216 კოვიდ-გადატანილი პაციენტისა და ასევე 1,637 467 ჯანმრთელი ადამიანის მონაცემები.
სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ საშუალოდ 30-40 წლის ჯანმრთელ ადამიანებში თირკმლის ფუნქციის დაკარგვა ყოველწლიურად დაახლოებით ერთი პროცენტია. ამასთან სერიოზულმა ინფექციურმა დაავადებებმა შეიძლება კიდევ მეტად დააზიანოს თირკმელი ან შეუქცევადი შედეგებიც კი გამოიწვიოს.

„აღმოჩნდა, რომ ინფიცირებიდან ერთი წლის განმავლობაში COVID-19-ისგან განკურნებულ 4757 პაციენტს დაახლოებით 30%-ით ჰქონდა დაქვეითებული თირკმლის ფუნქცია <...> ეს ამ ორგანოს დაახლოებით 30 წლით დაბერების ეკვივალენტურია“, — ამბობენ მკვლევარები.

COVID-19 ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 რესპირატორული დაავადება არ არის – მეცნიერთა უახლესი კვლევა
მეცნიერებმა ჯერჯერობით ზუსტად არ იციან, რატომ ზიანდება თირკმელები ასე ძლიერ კორონავირუსის დროს. თუმცა ვარაუდობენ, რომ ორგანოს შეიძლება ახასიათებდეს განსაკუთრებული მგრძნობელობა ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ანთებითი პროცესების მიმართ, ან ჰქონდეს იმუნური სისტემის აქტივიზაციის უნარი.
ყველა ახალი ამბავი
0