Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 რესპირატორული დაავადება არ არის – მეცნიერთა უახლესი კვლევა

© Press service of AFK "Sistema" / გადასვლა მედიაბანკშიCOVID-19 ლაბორატორია
COVID-19 ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
გამოწერა
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსი სისხლძარღვთა დაავადებებს განეკუთვნება და არა რესპირატორულს, აცხადებენ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია Journal Circulation Research-ში.
ექიმი ხელში წამლის კაფსულით - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ქოლესტერინის სამკურნალო პრეპარატი COVID-19-ით დაავადების რისკს 70%-ით ამცირებს – კვლევა
სტატიის ავტორების თქმით, კორონავირუსი პირველ რიგში არტერიულ სისხლძარღვთა სისტემას აზიანებს, კორონავირუსის მომჭიდებელი ცილა უჯრედების მიტოქონდრიებს ანადგურებს, რასაც სისხლძარღვების კედლებისა და ენდოთელიუმის დაზიანება მოჰყვება.

„ჩვენი ვარაუდით, COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში სუნთქვის პრობლემებს წინ უსწრებს ფილტვების სისტემის სისხლძარღვოვანი ქსოვილის ანთება. ამითაც აიხსნება ის ფაქტი, თუ რატომ ემართებათ ინფიცირებულებს ინსულტები და სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებული სხვა გართულებები“, — აცხადებენ კალიფორნიის უნივერსიტეტის სწავლულები.

აღინიშნება, რომ დაავადების მძიმე ფორმების დროს არტერიებში ჩნდება თრომბები და სწორედ სისხლის ეს შედედები იწვევს ყველაზე ხშირად ლეტალურ შედეგებს.
შესაბამისად, მეცნიერული კვლევით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთდა დასკვნა, რომ COVID-19 არ შეიძლება რესპირატორული დაავადებების — გაციების ან გრიპის გვერდით დადგეს.
ყველა ახალი ამბავი
0