https://sputnik-georgia.com/20210831/covid-19-qolesterinis-samkurnalo-preparati-fenofibrati-259183334.html
ქოლესტერინის სამკურნალო პრეპარატი COVID-19-ით დაავადების რისკს 70%-ით ამცირებს – კვლევა
ქოლესტერინის სამკურნალო პრეპარატი COVID-19-ით დაავადების რისკს 70%-ით ამცირებს – კვლევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. პრეპარატს, რომელიც ქოლესტერინის მაღალი დონის დასაწევად ინიშნება, შეუძლია სერიოზულად შეამციროს COVID-19-ით დაავადების რისკი... 31.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-31T17:11+0400
2021-08-31T17:11+0400
2021-08-31T21:34+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
დიდი ბრიტანეთი
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0a/249993565_122:198:3411:2048_1920x0_80_0_0_3f5a584df4fabe450274659e762e311a.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. პრეპარატს, რომელიც ქოლესტერინის მაღალი დონის დასაწევად ინიშნება, შეუძლია სერიოზულად შეამციროს COVID-19-ით დაავადების რისკი, იუწყება Daily Express-ი ბრიტანელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, ბირმინგემისა და კილის უნივერსიტეტების სწავლულებმა კვლევის საფუძველზე დაადგინეს, რომ პრეპარატ ფენოფიბრატსა და მის აქტიურ ფორმას — ფენოფიბრიუმის მჟავას შეუძლია 70%-ით შეამციროს კორონავირუსული ინფექციით დაავადება.ფენოფიბრატი პერორალური პრეპარატია, რომელიც სისხლში ლიპიდების ანომალიური რაოდენობისა და ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ ინიშნება. ის ეფექტურად ზრდის „კარგი“ ქოლესტერინის დონეს და ორგანიზმიდან გამოდევნის „ცუდ“ ქოლესტერინს.გასულ წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვირუსი SARS-CoV-2 ადამიანის უჯრედში შესაღწევად ACE2 რეცეპტორს იყენებს, რომელიც მის ზედაპირზე განთავსებულ მომჭიდებელ ცილასთან ურთიერთქმედებს. ფენოფიბრიუმის მჟავა კი ხელს უშლის ვირუსის რეცეპტორთან დაკავშირებას.გარდა ამისა, გამოცემის ინფორმაციით, ჯერჯერობით გამოუქვეყნებელმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ფენოფიბრატი თანაბრად ეფექტურია COVID-19-ის ახალი ვარიანტების, მათ შორის „ალფა“ და „ბეტა“ ვარიანტების წინააღმდეგაც. რაც შეეხება „დელტა“ ვარიანტს, მის წინააღმდეგ პრეპარატის ეფექტურობის კვლევა გრძელდება.მეცნიერების თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ფენოფიბრატი არის ძალიან იაფი და ხელმისაწვდომი პრეპარატი მთელ მსოფლიოში, „კლინიკური გამოყენების ფართო ისტორიასთან და უსაფრთხოების კარგ პროფილთან ერთად“, მათ კვლევას გლობალური მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით, დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში და ასევე იმ პირებისთვის, ვისთვისაც ვაქცინაცია რეკომენდებული არ არის. ესენი არიან ბავშვები, ჰიპერ-იმუნური აშლილობის მქონე და იმუნოდეპრესანტებზე დამოკიდებული პირები.
https://sputnik-georgia.com/20210826/covid-19-martivi-testi-aromatebze-258635457.html
https://sputnik-georgia.com/20210622/-COVID-19-vaqcinirebul-da-kvlav-inficirebulebs-es-simptomi-aReniSnebaT-252094779.html
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0a/249993565_46:340:2324:2048_1920x0_80_0_0_73938b21b0af587e728c72e83b24855e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, დიდი ბრიტანეთი , covid-19
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, დიდი ბრიტანეთი , covid-19
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. პრეპარატს, რომელიც ქოლესტერინის მაღალი დონის დასაწევად ინიშნება, შეუძლია სერიოზულად შეამციროს COVID-19-ით დაავადების რისკი, იუწყება
Daily Express-ი ბრიტანელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ბირმინგემისა და კილის უნივერსიტეტების სწავლულებმა კვლევის საფუძველზე დაადგინეს, რომ პრეპარატ ფენოფიბრატსა და მის აქტიურ ფორმას — ფენოფიბრიუმის მჟავას შეუძლია 70%-ით შეამციროს კორონავირუსული ინფექციით დაავადება.
ფენოფიბრატი პერორალური პრეპარატია, რომელიც სისხლში ლიპიდების ანომალიური რაოდენობისა და ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ ინიშნება. ის ეფექტურად ზრდის „კარგი“ ქოლესტერინის დონეს და ორგანიზმიდან გამოდევნის „ცუდ“ ქოლესტერინს.
გასულ წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვირუსი SARS-CoV-2 ადამიანის უჯრედში შესაღწევად ACE2 რეცეპტორს იყენებს, რომელიც მის ზედაპირზე განთავსებულ მომჭიდებელ ცილასთან ურთიერთქმედებს. ფენოფიბრიუმის მჟავა კი ხელს უშლის ვირუსის რეცეპტორთან დაკავშირებას.
„ჩვენმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ფენოფიბრატს შეიძლება ჰქონდეს COVID-19 სიმპტომების სიმძიმის შემცირებისა და ასევე ვირუსის გავრცელების შეჩერების უნარი“, — აცხადებს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, დოქტორი ელიზა ვიჩენცი.
გარდა ამისა, გამოცემის ინფორმაციით, ჯერჯერობით გამოუქვეყნებელმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ფენოფიბრატი თანაბრად ეფექტურია COVID-19-ის ახალი ვარიანტების, მათ შორის „ალფა“ და „ბეტა“ ვარიანტების წინააღმდეგაც. რაც შეეხება „დელტა“ ვარიანტს, მის წინააღმდეგ პრეპარატის ეფექტურობის კვლევა გრძელდება.
მეცნიერების თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ფენოფიბრატი არის ძალიან იაფი და ხელმისაწვდომი პრეპარატი მთელ მსოფლიოში, „კლინიკური გამოყენების ფართო ისტორიასთან და უსაფრთხოების კარგ პროფილთან ერთად“, მათ კვლევას გლობალური მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით, დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში და ასევე იმ პირებისთვის, ვისთვისაც ვაქცინაცია რეკომენდებული არ არის. ესენი არიან ბავშვები, ჰიპერ-იმუნური აშლილობის მქონე და იმუნოდეპრესანტებზე დამოკიდებული პირები.