Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ახალშობილი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშისამედიცინო ცენტრი
სამედიცინო ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2021
გამოწერა
ახალშობილი თავდაპირველად ბათუმში მკურნალობდა, რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ კი ის თბილისის ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით მოათავსეს.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. თბილისის ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
„სამი პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. ერთი პაციენტი, რომელიც ერთი კვირის წინ გადმოიყვანეს ბათუმის კლინიკიდან უკვე ინტუბირებული იყო, გამოხატული იყო ახალშობილთა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, რესპირატორული დისტრესი, ერთი კვირის განმავლობაში ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით კრიტიკულად მძიმედ რჩებოდა და გუშინ დაფიქსირდა სიკვდილი“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
წვეთოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში კორონავირუსმა ექვსი წლის ბავშვი იმსხვერპლა
რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ მართვით სუნთქვაზე, მათი მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთი 15 წლის ბავშვია, მეორე კი ახალშობილია. ჩხაიძის თქმით, ორივეს თანმდევი დაავადებები აღენიშნება.
კლინიკის დირექტორის თქმით, ამჟამად ციციშვილის კლინიკაში 85 ბავშვი და 67 მშობელია მოთავსებული, რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ 25 კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძნობს მკურნალობას.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. იზრდება ლეტალობის შემთხვევებიც – ბოლო 24 საათში ვირუსმა 83 ადამიანი იმსხვერპლა. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.
კოვიდ-კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
როგორი მდგომარეობაა ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2.684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2.695 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებულია 1. 285.742 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 831.256 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 29,1%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 454.486 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 15,9%. 3 სექტემბერს აიცრა 25.670 ადამიანი.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
ყველა ახალი ამბავი
0