https://sputnik-georgia.com/20210904/avranetsi-talibebis-sazeimos-srolis-sedegad-17-adamiani-dairupa-259312531.html
ავღანეთში თალიბების საზეიმო სროლების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში თალიბების საზეიმო სროლების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა
Sputnik საქართველო
მოძრაობის ხელმძღვანელობამ მოუწოდა „თალიბანის“ წევრებს შეწყვიტონ სროლა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემით დაემუქრნენ 04.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-04T13:47+0400
2021-09-04T13:47+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
ავღანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252620446_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_ec86c86c1923fb4340bf5bcdada02423.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა ქაბულში ჰაერში საზეიმო სროლის შედეგად, რომელიც „თალიბანის“ ბოევიკებმა განახორციელეს, იუწყება РИА Новости სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.თალიბების წარმომადგენლებმა და თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ბოევიკები სროლით აღნიშნავენ პანჯშირის აღებას. ქაბულის მოსახლეობა დაარწმუნეს, რომ სროლა ჰაერში განხორციელდა და საზეიმო დანიშნულება ჰქონდა. მოძრაობის ხელმძღვანელობამ ბოევიკებს სროლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.მშვიდობიან მოსახლეობაში შიშის ფონზე მოძრაობამ განაცხადა, რომ ბოევიკებს, რომლებიც ქალაქებში ჰაერში ისვრიან, იარაღს ჩამოართმევენ, ხოლო დამნაშავეებს პასუხისგებაში მიცემით დაემუქრა.აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის ყველა დიდი ქალაქი აიღო და ოცწლიანი ომის დასრულების შესახებ განაცხადა. ერთადერთი პროვინცია, რომელსაც ვერ აკონტროლებენ ბოევიკები, არის პანჯშირი, რომელიც დედაქალაქიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ქაბულის აეროპორტი, საიდანაც უცხოელების და მეკავშირეების ევაკუაცია განხორციელდა, მთლიანად „თალიბანის“ კონტროლის ქვეშ მოექცა.მანამდე პანჯშირის უდიდესი რაიონის პარიანის მთლიანად „თალიბანის“ კონტროლქვეშ გადასვლის შესახებ ინფორმაცია თალიბების წარმომადგენელმა ბილალ ქარიმიმ გაავრცელა. РИА Новости-ს წყარო პოლიციის შტაბ-ბინაში ქაბულში ამტკიცებდა, რომ პანჯშირში წინააღმდეგობის ყველა ჯარისკაცი დაკავებულია, ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი და წინააღმდეგობის ძალების ლიდერი აჰმად მასუდი გაიქცნენ. თუმცა მოგვიანებით სალეჰმა უარყო თალიბების განცხადება პროვინციის აღების შესახებ და აღნიშნა, რომ წინააღმდეგობა გრძელდება, თავად კი ქვეყანა არ დაუტოვებია და პანჯშირში რჩება.
https://sputnik-georgia.com/20210901/saidan-aqvt-talibebs-miliardobit-dilari-259225975.html
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252620446_178:0:2909:2048_1920x0_80_0_0_4e53d82edbd6c2867d707855f12208af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ავღანეთში თალიბების საზეიმო სროლების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა
13:47 04.09.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) მოძრაობის ხელმძღვანელობამ მოუწოდა „თალიბანის“ წევრებს შეწყვიტონ სროლა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემით დაემუქრნენ
თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა ქაბულში ჰაერში საზეიმო სროლის შედეგად, რომელიც „თალიბანის“ ბოევიკებმა განახორციელეს, იუწყება
РИА Новости სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
თალიბების წარმომადგენლებმა და თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ბოევიკები სროლით აღნიშნავენ პანჯშირის აღებას. ქაბულის მოსახლეობა დაარწმუნეს, რომ სროლა ჰაერში განხორციელდა და საზეიმო დანიშნულება ჰქონდა. მოძრაობის ხელმძღვანელობამ ბოევიკებს სროლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
მშვიდობიან მოსახლეობაში შიშის ფონზე მოძრაობამ განაცხადა, რომ ბოევიკებს, რომლებიც ქალაქებში ჰაერში ისვრიან, იარაღს ჩამოართმევენ, ხოლო დამნაშავეებს პასუხისგებაში მიცემით დაემუქრა.
აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის ყველა დიდი ქალაქი აიღო და ოცწლიანი ომის დასრულების შესახებ განაცხადა. ერთადერთი პროვინცია, რომელსაც ვერ აკონტროლებენ ბოევიკები, არის პანჯშირი, რომელიც დედაქალაქიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ქაბულის აეროპორტი, საიდანაც უცხოელების და მეკავშირეების ევაკუაცია განხორციელდა, მთლიანად „თალიბანის“ კონტროლის ქვეშ მოექცა.
მანამდე პანჯშირის უდიდესი რაიონის პარიანის მთლიანად „თალიბანის“ კონტროლქვეშ გადასვლის შესახებ ინფორმაცია თალიბების წარმომადგენელმა ბილალ ქარიმიმ გაავრცელა. РИА Новости-ს წყარო პოლიციის შტაბ-ბინაში ქაბულში ამტკიცებდა, რომ პანჯშირში წინააღმდეგობის ყველა ჯარისკაცი დაკავებულია, ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი და წინააღმდეგობის ძალების ლიდერი აჰმად მასუდი გაიქცნენ. თუმცა მოგვიანებით სალეჰმა უარყო თალიბების განცხადება პროვინციის აღების შესახებ და აღნიშნა, რომ წინააღმდეგობა გრძელდება, თავად კი ქვეყანა არ დაუტოვებია და პანჯშირში რჩება.