https://sputnik-georgia.com/20210903/stiqia-awarasi-qobuletsi-oci-saxli-dazianda-259306483.html
სტიქია აჭარაში: მეწყერი, ქარიშხალი, ადიდებული მდინარეები, დაზიანებული სახლები
სტიქია აჭარაში: მეწყერი, ქარიშხალი, ადიდებული მდინარეები, დაზიანებული სახლები
Sputnik საქართველო
მეწყრული პროცესების და ქარბორბალას შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ეზოები, ცენტრალური გზა და ელექტროგადამცემი ბოძები. 03.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-03T22:22+0400
2021-09-03T22:22+0400
2021-09-03T22:47+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
ამინდი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/04/249358709_0:130:3178:1918_1920x0_80_0_0_47d48502d01a5472ecc12448909db878.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ქარბორბალამ, უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".გადაუღებელი წვიმების შედეგად დაიმეწყრა რვა სოფელი, 20 საცხოვრებელი სახლი კი დაზიანდა. გარკვეულ უბნებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.როგორც ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ამბობს, მერიის „ცხელ ხაზზე" მთელი დღის განმავლობაში 50-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.გავრცელებული ინფორმაციით, ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე აჭყვა, რომელიც ქობულეთის ცენტრალურ გზაზე შევარდა და ქუჩები დატბორა. მოვარდნილმა წყალმა შეაღწია საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებში.ძლიერ წვიმას ქარბორბალაც დაერთო, რომელმაც სახლებს სახურავები გადახადა, მოგლიჯა ხეები, ერთ-ერთი კი ავტომობილს დაეცა.„მთელი დღეა მეწყრულ კერებზე ოთხი ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. ხუთი ადმინისტრაციული ერთეულის რვა სოფელი დაიმეწყრა... კონკრეტულ სოფლებში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებზე მცირე მეწყერული კერები წარმოიშვა, ასევე ქვა-ღორღით სოფლის ცენტრალური სამანქანო გზები ჩაიხერგა“, – განაცხადა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილების უფროსმა ერეკლე კახიძემ.გზების გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებდა.ქობულეთის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო კომისია შეიქმნა, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის.გუშინ სტიქიამ პრობლემები შექმნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. გადაუღებელი წვიმების შედეგად მეწყერი ჯამში 60 ადგილზე ჩამოწვა. გარე სამყაროს მოწყდა რამდენიმე ოჯახი. მეწყრის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა და ელექტროგადამცემი ბოძები.სინოპტიკოსების პროგნოზით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობა 4 სექტემბრამდე შენარჩუნდება.
https://sputnik-georgia.com/20210831/shtormi-setyva-qari-saqartveloshi-amindi-gauaresdeba-259182127.html
https://sputnik-georgia.com/20210902/stiqia-awarasi-mewyeri-259262247.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/04/249358709_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_0dfd98254313522bda118cfa5a10ef03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, ამინდი საქართველოში, საქართველოს რეგიონები
შემთხვევები, ახალი ამბები, ამინდი საქართველოში, საქართველოს რეგიონები
სტიქია აჭარაში: მეწყერი, ქარიშხალი, ადიდებული მდინარეები, დაზიანებული სახლები
22:22 03.09.2021 (განახლებულია: 22:47 03.09.2021) მეწყრული პროცესების და ქარბორბალას შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ეზოები, ცენტრალური გზა და ელექტროგადამცემი ბოძები.
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ქარბორბალამ, უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა,
იუწყება „აჭარის ტელევიზია".
გადაუღებელი წვიმების შედეგად დაიმეწყრა რვა სოფელი, 20 საცხოვრებელი სახლი კი დაზიანდა. გარკვეულ უბნებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
როგორც ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ამბობს, მერიის „ცხელ ხაზზე" მთელი დღის განმავლობაში 50-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე აჭყვა, რომელიც ქობულეთის ცენტრალურ გზაზე შევარდა და ქუჩები დატბორა. მოვარდნილმა წყალმა შეაღწია საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებში.
ძლიერ წვიმას ქარბორბალაც დაერთო, რომელმაც სახლებს სახურავები გადახადა, მოგლიჯა ხეები, ერთ-ერთი კი ავტომობილს დაეცა.
„მთელი დღეა მეწყრულ კერებზე ოთხი ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. ხუთი ადმინისტრაციული ერთეულის რვა სოფელი დაიმეწყრა... კონკრეტულ სოფლებში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებზე მცირე მეწყერული კერები წარმოიშვა, ასევე ქვა-ღორღით სოფლის ცენტრალური სამანქანო გზები ჩაიხერგა“, – განაცხადა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილების უფროსმა ერეკლე კახიძემ.
გზების გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებდა.
ქობულეთის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო კომისია შეიქმნა, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის.
გუშინ სტიქიამ პრობლემები შექმნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. გადაუღებელი წვიმების შედეგად მეწყერი ჯამში 60 ადგილზე ჩამოწვა. გარე სამყაროს მოწყდა რამდენიმე ოჯახი. მეწყრის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა და ელექტროგადამცემი ბოძები.
სინოპტიკოსების პროგნოზით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობა 4 სექტემბრამდე შენარჩუნდება.