შტორმი, სეტყვა, ქარი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

© photo: Sputnik / Stringerბათუმის სანაპირო
ბათუმის სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
სინოპტიკოსები შავ ზღვაზე შტორმს, ხოლო მთებში მეწყრული პროცესების გააქტიურებას ვარაუდობენ.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-3 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს, ზღვაზე კი მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.
ყველა ახალი ამბავი
0