Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

დასაშვებია თუ არა კოვიდ-ვაქცინირებულებისთვის გრიპის ვაქცინის გაკეთება

© AP Photo / Jeff Robersonვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
გამოწერა
საქართველოში გრიპის სეზონი, ჩვეულებრივ, შემოდგომის მეორე ნახევრიდან იწყება, რაც ასევე საჭიროებს პრევენციის მიზნით საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ვაქცინაციას.
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან მიმართებით სეზონური გრიპის აცრის ჩატარებას არავითარი შეზღუდვა არ აქვს, განაცხადა იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
როგორც კულუმბეგოვმა განმარტა, მთავარია კორონავირუსის და გრიპის ვაქცინების ჩატარებისას ორკვირიანი შუალედი იყოს დაცული.
ორსული ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2021
გრიპი კოვიდზე უფრო საშიშია: ეპიდემიოლოგი ორსულებს გრიპზე აცრისკენ მოუწოდებს
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
საქართველოში ყველაზე ხშირად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალება.
რესტორანში გაშლილი სუფრა - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
თბილისის ერთ-ერთი რესტორანი მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს მოემსახურება
რაც შეეხება COVID-19-ს, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარე წლის 5 ივლისს დაიწყო.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.235.386 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 813.601 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28,5%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 421.785 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 14,8%.
ყველა ახალი ამბავი
0