https://sputnik-georgia.com/20210902/zlier-setyva-da-qari-kaxetsi-stiqiam-mosavlis-nawili-gaanadgura-259269895.html
ძლიერი სეტყვა და ქარი კახეთში: სტიქიამ მოსავლის ნაწილი გაანადგურა
ძლიერი სეტყვა და ქარი კახეთში: სტიქიამ მოსავლის ნაწილი გაანადგურა
Sputnik საქართველო
სეტყვის შედეგად კახეთის ცალკეულ სოფლებში მოსავლის ნაწილი განადგურდა, რამდენიმე სახლს კი ქარმა სახურავი გადახადა. 02.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-02T22:10+0400
2021-09-02T22:10+0400
2021-09-02T23:28+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23684/63/236846310_0:13:3006:1704_1920x0_80_0_0_e505baddac006a2a9c16ebaaccfe5e07.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. დღეს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში რამდენიმე სოფელი დააზარალა, ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. სეტყვის შედეგად ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაქრიანში განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ძლიერმა ქარმა კი სოფელ გრემში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ასევე, სეტყვის შედეგად ზიანი მიადგა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულს, სადაც წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 70 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დაისეტყვა. კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაზარალებული სოფლების მოსახლეობას შეხვდა. მიმდინარეობს მიყენებული ზარალის დათვლა. მანამდე, 26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4.600 ჰექტარი ვენახი დააზიანა, საიდანაც 15-20 ათას ტონა ყურძენს ელოდებოდნენ. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა.
https://sputnik-georgia.com/20210902/zlieri-qari-tbilissi-waqceulma-xeebma-manqanebi-da-gare-ganateba-daaziana-259268056.html
https://sputnik-georgia.com/20210902/permerebma-cxra-atas-tonamde-dasetyvili-yurzeni-chaabares-259232897.html
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23684/63/236846310_359:0:2647:1716_1920x0_80_0_0_b2e551903fc419a365e10028a5be5221.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, კახეთი
საზოგადოება, ახალი ამბები, კახეთი
ძლიერი სეტყვა და ქარი კახეთში: სტიქიამ მოსავლის ნაწილი გაანადგურა
22:10 02.09.2021 (განახლებულია: 23:28 02.09.2021) სეტყვის შედეგად კახეთის ცალკეულ სოფლებში მოსავლის ნაწილი განადგურდა, რამდენიმე სახლს კი ქარმა სახურავი გადახადა.
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. დღეს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში რამდენიმე სოფელი დააზარალა, ინფორმაციას ტელეკომპანია
„რუსთავი 2“ ავრცელებს.
სეტყვის შედეგად ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაქრიანში განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ძლიერმა ქარმა კი სოფელ გრემში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
ასევე, სეტყვის შედეგად ზიანი მიადგა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულს, სადაც წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 70 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დაისეტყვა.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაზარალებული სოფლების მოსახლეობას შეხვდა. მიმდინარეობს მიყენებული ზარალის დათვლა.
მანამდე, 26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4.600 ჰექტარი ვენახი დააზიანა, საიდანაც 15-20 ათას ტონა ყურძენს ელოდებოდნენ.
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა.