ფერმერებმა 9 ათას ტონამდე დასეტყვილი ყურძენი ჩააბარეს

© Sputnik / STRINGER რთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
გამოწერა
კახეთში არსებული საწარმოები დაზიანებულ მოსავალს ფერმერებისგან 3 სექტემბრამდე ჩაიბარებენ.
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. კახეთში ღვინის ქარხნებმა ადგილობრივი ფერმერებისგან 9 ათას ტონამდე დასეტყვილი ყურძენი მიიღეს და გადაამუშავეს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
კახეთის მხარეში ცხრა ლოკაციაზე სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ აგრძელებს სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღებას. 27 აგვისტოდან დასეტყვილი ყურძენი 1,3 ათასამდე ფერმერმა ჩააბარა, მიღებულმა შემოსავალმა 8 მლნ ლარს მიაღწია.
26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში – ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაანადგურა და დააზიანა 4,6 ათასი ჰექტარი ვენახი. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე 10%-დან 90%-მდე იყო.
რთველი შუმში - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
რთველი 2021: ფერმერებისგან ყურძენს 80-მდე კომპანია ჩაიბარებს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთ კილოგრამ დაზიანებულ „რქაწითელში“ სახელმწიფო 80 თეთრს იხდის, „საფერავში“ კი – 1 ლარს.
საწარმოები დაზიანებულ მოსავალს ფერმერებისგან 3 სექტემბრამდე ჩაიბარებენ.
ის ფერმერები კი, რომელთა მოსავალი სრულად განადგურდა, კომპენსაციის სახით 1 ჰექტარ ფართობზე 3 ათას ლარს მიიღებენ.
გარდა ამისა, უკვე დაწყებულია სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სახელმწიფო ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ს, ხოლო ვაზზე – 50%-ს აფინანსებს.
ყველა ახალი ამბავი
0