რთველი 2021: ფერმერებისგან ყურძენს 80-მდე კომპანია ჩაიბარებს

© photo: Sputnik / Stringerრთველი შუმში
რთველი შუმში - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
ყურძნის გადამუშავება მოხდება მხოლოდ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული სასწორით აღჭურვილ საწარმოებში.
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის 80-მდე კომპანია, რომელიც ფერმერებისგან რთველში დაკრეფილ ყურძენს ჩაიბარებს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
რთველი-2021-ის ორგანიზებული ჩატარების მიზნით თელავში სადღეღამისო საკოორდინაციო შტაბი მუშაობს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, რთველში მონაწილეობის მსურველი კომპანიები ძირითადად რეგისტრაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე ონლაინ გადიან.
ქართული ყურძენი - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2021
რთველი-2021: კომპანიებისთვის სუბსიდირების პირობები შეიცვალა
დადგენილი წესების მიხედვით, ყურძნის ჩაბარებამდე კომპანიები საკოორდინაციო შტაბში უნდა დარეგისტრირდნენ. ყურძნის გადამუშავება მოხდება მხოლოდ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული სასწორით აღჭურვილ საწარმოებში.
მიღებულ და გადამუშავებულ ყველა ჯიშის ყურძენს რთველის საკოორდინაციო შტაბის მიერ მივლენილი ოპერატორი აღრიცხავს, რაც ყურძნის ხარისხის კონტროლს და მიკვლევადობას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.
რთველი კომპანია „შუმში“ - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
გამყრელიძე: რთველში მხოლოდ აცრილმა მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა
წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაღალი ხარისხის ყურძნის მოსავალს ელოდება. სახელმწიფოს გეგმებშია 300 ათასამდე ტონა ყურძნის ინდუსტრიული გადამუშავება. გადამუშავების პროცესში ღვინის 250-მდე კომპანია ჩაერთვება.
2020 წელს დაიკრიფა და გადამუშავდა 280 ათას ტონამდე ყურძენი, რაც საქართველოს ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია. 2021 წელს, ისევე, როგორც 2020 წელს, მთავრობა ფერმერებს ყურძნის ჩაბარებაში დაეხმარება. სუბსიდირებაზე 100 მლნ ლარია გამოყოფილი.
ყველა ახალი ამბავი
0