https://sputnik-georgia.com/20210902/turqets-male-sakutari-pentagoni-eqneba-259235929.html
„ნახევარმთვარე და ვარსკვლავი“: თურქეთს მალე საკუთარი „პენტაგონი“ ექნება – პროექტის ვიდეო
„ნახევარმთვარე და ვარსკვლავი“: თურქეთს მალე საკუთარი „პენტაგონი“ ექნება – პროექტის ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. თურქეთს 2023 წლისთვის საკუთარი „პენტაგონი“ ექნება — ნაგებობა ნახევარმთვარისა და ვარსკვლავის ფორმით აიგება, განაცხადა თურქეთის... 02.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-02T09:37+0400
2021-09-02T09:37+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24616/52/246165219_0:47:3117:1800_1920x0_80_0_0_1b14837d8c64978da97f052786add6ca.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. თურქეთს 2023 წლისთვის საკუთარი „პენტაგონი“ ექნება — ნაგებობა ნახევარმთვარისა და ვარსკვლავის ფორმით აიგება, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.ერდოღანის თქმით, სამხედრო კომპლექსი ანკარაში განთავსდება და სახელად „აი ილდიზი“ ეწოდება, რაც „ნახევარმთვარესა და ვარსკვლავს“ ნიშნავს. ახალ ნაგებობაში თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და ყველა სახის ჯარების სარდლობის განთავსება იგეგმება.თურქული სამხედრო-ადმინისტრაციული კომპლექსი ზომებით ამერიკულ პენტაგონზე დაახლოებით 30%-ით დიდი იქნება. მისი ფართობი 890 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს და იქ 15 ათასამდე თანამშრომელი იმუშავებს.ვარსკვლავის ფორმის შენობა ანკარის ცენტრალურ შესასვლელში განთავსდება და გამოფენის სახით იქნება გამოყენებული, ხოლო ნახევარმთვარის ფორმის ნაგებობა კომპლექსის ცენტრში აშენდება და სხვადასხვა საზეიმო ცერემონიის ჩატარებას მოემსახურება.პრეზიდენტმა ერდოღანმა უკვე ჩაატარა კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონია და განაცხადა, რომ ეს ნაგებობა „მტრებს შიშს მოჰგვრის, ხოლო მეგობრებს — ნდობას“.გავრცელებული ინფორმაციით, „ნახევარმთვარისა და ვარსკვლავის“ სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24616/52/246165219_386:0:3117:2048_1920x0_80_0_0_1f0e88538f4362847c63e724d7c49568.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. თურქეთს 2023 წლისთვის საკუთარი „პენტაგონი“ ექნება — ნაგებობა ნახევარმთვარისა და ვარსკვლავის ფორმით აიგება, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, სამხედრო კომპლექსი ანკარაში განთავსდება და სახელად „აი ილდიზი“ ეწოდება, რაც „ნახევარმთვარესა და ვარსკვლავს“ ნიშნავს. ახალ ნაგებობაში თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და ყველა სახის ჯარების სარდლობის განთავსება იგეგმება.
თურქული სამხედრო-ადმინისტრაციული კომპლექსი ზომებით ამერიკულ პენტაგონზე დაახლოებით 30%-ით დიდი იქნება. მისი ფართობი 890 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს და იქ 15 ათასამდე თანამშრომელი იმუშავებს.
ვარსკვლავის ფორმის შენობა ანკარის ცენტრალურ შესასვლელში განთავსდება და გამოფენის სახით იქნება გამოყენებული, ხოლო ნახევარმთვარის ფორმის ნაგებობა კომპლექსის ცენტრში აშენდება და სხვადასხვა საზეიმო ცერემონიის ჩატარებას მოემსახურება.
პრეზიდენტმა ერდოღანმა უკვე ჩაატარა კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონია და განაცხადა, რომ ეს ნაგებობა „მტრებს შიშს მოჰგვრის, ხოლო მეგობრებს — ნდობას“.
გავრცელებული ინფორმაციით, „ნახევარმთვარისა და ვარსკვლავის“ სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.