„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება და კელი დეგნანის მოწოდება პარლამენტს

© US Embassy Tbilisi, Georgiaაშშ–ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
აშშ–ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
გამოწერა
აშშ-ის ელჩი ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის საკითხის გადაწყვეტაში აქტიურად იყო ჩართული.
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, კარგი ნიშანია პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად, განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.
„მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეკრულების ხელმოწერას, რაზეც გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ მათ მოვუწოდებდით კიდეც. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება შედგა ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს შორის. კარგია, რომ ამდენმა მხარემ ხელი მოაწერა შეთანხმებას რეფორმების განხორციელებისთვის. ეს რეფორმები საშუალებას იძლევა, იყოს უფრო ძლიერი ავტონომია უკეთესი საარჩევნო პროცესისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
„ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს
დეგნანის განცხადებით, შეთანხმება წარმოადგენს რეფორმების საგზაო რუკას, რაც საქართველოს სამომავლო გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

„დოკუმენტი წარმოადგენს რეფორმების საგზაო რუკას, რაც საჭიროა საქართველოსთვის. ეს არის ის, რაზეც ყველა ქართველი ლიდერი შეთანხმდა. ასე რომ, რეფორმები კვლავ აქტუალურია. ვიმედოვნებ, პარლამენტი ქართველი ლიდერების ამ გზავნილს სერიოზულად მიიღებს. ეს არის პრიორიტეტები, რომლებზეც ფოკუსირება საჭიროა“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

გუშინ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია ხელს მოაწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმებას, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2021 წლის 19 აპრილს დაიდო.
მელიას თქმით, პარტიამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ქვეყნის ევროპული კურსი უცვლელია, ხოლო ამით „ქართული ოცნება“ აიძულოს შეასრულოს შეთანხმების ყველა პირობა.
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
პაპუაშვილი: ანულირებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა პოლიტიკის პაროდიაა
28 ივლისს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. თავის დროზე შეთანხმების მიზანი ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტის შეწყვეტა იყო. ოპოზიცია მმართველ გუნდს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
მმართველმა პარტიამ შეთანხმებიდან გასვლის მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა დაასახელა.
შეთანხმების გაფორმების დროს 19 აპრილის დოკუმენტს, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას ისახავდა მიზნად, ხელი მოაწერა პარლამენტში 2020 წლის არჩევნების შედეგად გასული ცხრა პარტიიდან ექვსმა.
ყველა ახალი ამბავი
0