https://sputnik-georgia.com/20210902/mesame-zalam-tbilisis-merobis-kandidati-daasaxela-259258871.html
„მესამე ძალამ“ თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელა
„მესამე ძალამ“ თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელა
Sputnik საქართველო
„მესამე ძალა“, რომელიც რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, არჩევნებზე 1-ლი ნომრით გადის. 02.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-02T17:16+0400
2021-09-02T17:16+0400
2021-09-02T21:05+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259256670_0:0:1400:789_1920x0_80_0_0_7fdbab087f752eddb5cf3b76b691b51e.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. ახალმა პოლიტიკურმა პლატფორმა „მესამე ძალამ“ თბილისის მერობის კანდიდატად თამარ კეკენაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე სერგო ჩიხლაძე დაასახელა.კეკენაძე პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეა, ხოლო ჩიხლაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი.სწორედ გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პლატფორმაზე შეიქმნა „მესამე ძალა“, რომელშიც გაერთიანდნენ პარტია „რეფორმერი“, „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“. „მესამე ძალა“ არჩევნებზე 1-ლი ნომრით გადის. ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია ორშაბათს გაიმართა.ადგილობრივ არჩევნებზე კეკენაძის ძირითადი კონკურენტები იქნებიან თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე მმართველი „ქართული ოცნებიდან“, საქართველოს ექს-პრემიერი გიორგი გახარია პარტიიდან „საქართველოსთვის“, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რამდენიმე ოპოზიციური პარტიიდან, ანა ბიბილაშვილი „ლელოდან“ და ანა დოლიძე პარტიიდან „ხალხისთვის“.მერობის კანდიდატმა არჩევნებზე გამარჯვებისთვის ამომრჩეველთა ხმების სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა – მინიმუმ 40%.არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.
https://sputnik-georgia.com/20210830/platformam-mesame-zala-adgilobrivi-arcevnebis-win-gaertianebis-wevrebi-waradgina-259162469.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259256670_76:0:1313:928_1920x0_80_0_0_7979f920bcbf4de968a2e0942814812c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
„მესამე ძალამ“ თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელა
17:16 02.09.2021 (განახლებულია: 21:05 02.09.2021) „მესამე ძალა“, რომელიც რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, არჩევნებზე 1-ლი ნომრით გადის.
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. ახალმა პოლიტიკურმა პლატფორმა „მესამე ძალამ“ თბილისის მერობის კანდიდატად თამარ კეკენაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე სერგო ჩიხლაძე დაასახელა.
კეკენაძე პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეა, ხოლო ჩიხლაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი.
სწორედ გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პლატფორმაზე შეიქმნა „მესამე ძალა“, რომელშიც გაერთიანდნენ პარტია „რეფორმერი“, „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“. „მესამე ძალა“ არჩევნებზე 1-ლი ნომრით გადის. ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია ორშაბათს გაიმართა.
„თბილისის მერობის კანდიდატი „მესამე ძალის“ მხრიდან არის თამარ კეკენაძე. თამარ კეკენაძე არის თბილისში დაბადებული და გაზრდილი, ფართო გამოცდილების მქონე პროექტების მართვის თვალსაზრისით როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ადგილობრივ არჩევნებზე კეკენაძის ძირითადი კონკურენტები იქნებიან თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე მმართველი „ქართული ოცნებიდან“, საქართველოს ექს-პრემიერი გიორგი გახარია პარტიიდან „საქართველოსთვის“, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რამდენიმე ოპოზიციური პარტიიდან, ანა ბიბილაშვილი „ლელოდან“ და ანა დოლიძე პარტიიდან „ხალხისთვის“.
მერობის კანდიდატმა არჩევნებზე გამარჯვებისთვის ამომრჩეველთა ხმების სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა – მინიმუმ 40%.
არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.