https://sputnik-georgia.com/20210830/platformam-mesame-zala-adgilobrivi-arcevnebis-win-gaertianebis-wevrebi-waradgina-259162469.html
პლატფორმამ „მესამე ძალა“ ადგილობრივი არჩევნების წინ გაერთიანების წევრები წარადგინა
პლატფორმამ „მესამე ძალა“ ადგილობრივი არჩევნების წინ გაერთიანების წევრები წარადგინა
Sputnik საქართველო
„მესამე ძალა“ - ახალი გაერთიანებაა, რომელიც არჩევნებზე მონაწილეობას მიიღებს 1 ნომრად და აერთიანებს რამდენიმე პარტიას, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელს“ და... 30.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-30T23:47+0400
2021-08-30T23:47+0400
2021-10-19T18:04+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390315_0:0:3341:1879_1920x0_80_0_0_aa7abfe8beacd2f447faacc0a2408507.jpg
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ახალი პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ პრეზენტაცია, რომელმაც რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი გააერთიანა, დღეს თბილისში გაიმართა.გაერთიანების წევრები საზოგადოებას წარუდგინა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.„მესამე ძალის“ მონაწილეები გახდნენ:„მესამე ძალა“ - ახალი გაერთიანებაა, რომელიც არჩევნებზე მონაწილეობას 1 ნომრად მიიღებს. წინასწარი ინფორმაციით, ამ სახელწოდების ქვეშ გაერთიანდებიან პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „რეფორმერი“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“.გრიგოლ ვაშაძე და გიორგი ვაშაძე - ორივე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები არიან. როდესაც გრიგოლ ვაშაძე იყრიდა კენჭს 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე, გიორგი ვაშაძე მის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.უკვე 1 სექტემბერს გაერთიანება მერობის კანდიდატებს დაასახელებს.საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
https://sputnik-georgia.com/20210827/grigol-vashadze-mesame-zalas-sheuertda-258719797.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390315_256:0:2775:1889_1920x0_80_0_0_0f72a30ceddb45d1bf94ef20bee2dec5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
პლატფორმამ „მესამე ძალა“ ადგილობრივი არჩევნების წინ გაერთიანების წევრები წარადგინა
23:47 30.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) „მესამე ძალა“ - ახალი გაერთიანებაა, რომელიც არჩევნებზე მონაწილეობას მიიღებს 1 ნომრად და აერთიანებს რამდენიმე პარტიას, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „რესპუბლიკურ პარტიას“
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ახალი პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ პრეზენტაცია, რომელმაც რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი გააერთიანა, დღეს თბილისში
გაიმართა.
გაერთიანების წევრები საზოგადოებას წარუდგინა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.
„მესამე ძალის“ მონაწილეები გახდნენ:
გრიგოლ ვაშაძე („ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე)
ხათუნა სამნიძე („რესპუბლიკური პარტია“)
თამარ კეკენაძე („თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე)
რეზო კემულარია (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი)
ვახტანგ იაშვილი („ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ წარმომადგენელი)
ოთარ ბაღათურია (სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო მართვის პროფესორი)
პაატა ჩიქოვანი (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი).
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები: სერგო ჩიხლაძე, თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, დავით სეკვავა, თეონა ჭალიძე, ნანა ტოხვაძე.
„ეს არის მხოლოდ გუნდის ნაწილი, შეზღუდვებიდან გამომდინარე ვისი წარმოდგენაც შევძელით დღეს აქ. ნამდვილად ის დროა, დავამთავროთ ორპოლუსიანობა, გავაკეთოთ ახალი არჩევანი, შემოხაზეთ ნომერი ერთი, აირჩიეთ „მესამე ძალა“ და მოვუტანოთ გამარჯვება მთელი საქართველოს მასშტაბით“, – განაცხადა ტრიბუნიდან გიორგი ვაშაძემ.
„მესამე ძალა“ - ახალი გაერთიანებაა, რომელიც არჩევნებზე მონაწილეობას 1 ნომრად მიიღებს. წინასწარი ინფორმაციით, ამ სახელწოდების ქვეშ გაერთიანდებიან პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „რეფორმერი“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“.
გრიგოლ ვაშაძე და გიორგი ვაშაძე - ორივე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები არიან. როდესაც გრიგოლ ვაშაძე იყრიდა კენჭს 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე, გიორგი ვაშაძე მის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.
უკვე 1 სექტემბერს გაერთიანება მერობის კანდიდატებს დაასახელებს.
საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.