„ახალი ეტაპის დასაწყისი“: ზალკალიანი ჩრდილოეთ მაკედონიასთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე

© Government of Georgiaდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
გამოწერა
საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის კავშირების გაფართოებას.
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო რეჟიმის შემოღება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისია, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
„უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ძალაში შევიდა, რამაც ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე აიყვანა და კარს უღებს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გაფართოებას! ვულოცავ საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიას!“ – დაწერა ზალკალიანმა Twitter-ზე.
ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შეძლებენ ჩასვლას - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შეძლებენ ჩასვლას
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში 1 სექტემბერს შევიდა.
შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ ხელი მიმდინარე წლის მაისში ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის დროს მოეწერა.
საქართველოს სრულად ან ნაწილობრივ უვიზო რეჟიმი მსოფლიოს 116 ქვეყანასთან აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0