ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შეძლებენ ჩასვლას

© photo : press-service of the President of Georgiaჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შეძლებენ ჩასვლას
ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შეძლებენ ჩასვლას - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ორ დოკუმენტს – ორ ქვეყანას შორის სავიზო ვალდებულებებზე უარის შესახებ და კულტურის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის სავიზო ვალდებულებებზე უარის შესახებ.

სალომე ზურაბიშვილი სკოპიეში დღეს ჩავიდა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან შეხვედრის გარდა, ზურაბიშვილი შეხვდება ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერის და პირველ ვიცე-პრემიერ არტან გრუბის. 

  • როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განაცხადეს, მათ მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურისტების ზრდას ორივე ქვეყანაში და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს ახალ დონეზე გადაიყვანს.

„პატარა სახელმწიფოებმა უნდა გააერთიანონ თავიანთი ძალისხმევა, რათა მათი ხმა მთელ მსოფლიოში გაიგონ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს კიბერუსაფრთხოების, ე.წ. ფეიკ-ნიუსების გავრცელების, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და სხვა, ორივე ქვეყნისთვის საინტერესო საკითხები.

საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მსვლელობისას ხელი მოეწერა კიდევ ერთ შეთანხმებას – მემორანდუმს კულტურის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ.

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, ხელმოწერილ შეთანხმებას მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში, ხოლო ზურაბიშვილის ვიზიტს – დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავების საბაბი.

„ორივე შეთანხმება დაგვეხმარება თანამშრომლობის გაღრმავებაში ტურიზმის, კულტურისა და ეკონომიკის სფეროში. დიდ წარმატებებს მივაღწევთ... საქართველოს პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ საგარეო პოლიტიკის საკითხები და საქართველოს შესვლა ევროპის კავშირში“, – განაცხადა პენდაროვსკიმ.

სალომე ზურაბიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოიწვია.

  • როგორც ორი ქვეყნის მეთაურებმა აღნიშნეს, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, რომელიც სკოპიეს ორი ქვეყნის 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ეწვია.

ქართული დელეგაციის ვიზიტი სკოპიეში 11 მაისს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური