https://sputnik-georgia.com/20210901/xvica-kvaracxelia-jerjerobit-rubinsi-rceba-259222137.html
ხვიჩა კვარაცხელია ჯერჯერობით „რუბინში“ რჩება
ხვიჩა კვარაცხელია ჯერჯერობით „რუბინში“ რჩება
Sputnik საქართველო
მთელი ზაფხულის განმავლობაში პრესაში ჩნდებოდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიათი ევროპის წამყვანი კლუბები ინტერესდებოდნენ. 01.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-01T18:12+0400
2021-09-01T18:12+0400
2021-09-01T21:27+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251576655_0:0:2777:1563_1920x0_80_0_0_d5436cfa36be6ab6aad29bac5fb35e02.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ჯერჯერობით „რუბინში“ რჩება. ამის შესახებ გამოცემა РБК Спорт-ს ყაზანური კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განუცხადა.„ხვიჩა ჯერჯერობით „რუბინში“ რჩება. წინადადება „ტოტენჰემიდან“ არ ყოფილა“, – განაცხადა საიმანოვმა.ბოლო პერიოდში მასმედიაში აქტიურად განიხილებოდა თემა, რომ ქართველი ნახევარმცველის შეძენაში მთავარი ფავორიტი ლონდონის „ტოტენჰემია“.პრესაში მთელი ზაფხულის განმვალობაში იწერებოდა, რომ კვარაცხელიათი დაინტერესდნენ ევროპის წამყვანი კლუბები: „ბორუსია“ (დორტმუნდი), „რომა“, “იუვენტუსი“, „მილანი“, „სევილია“.ამჟამად კვარაცხელია 12 აგვისტოს პოლონეთის „რაკუვას“ წინააღმდეგ მატჩში მიღებულ ტრავმას იშუშებს. ამის გამო საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის კოსოვოსა (2 სექტემბერს) და ესპანეთის (5 სექტემბერს) წინააღმდეგ არ გამოიძახა.
https://sputnik-georgia.com/20210830/kviris-sportuli-mimoxilva-259157239.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251576655_80:0:2491:1808_1920x0_80_0_0_14dfb3d598f02cb7b2fb52c02adc8324.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
ხვიჩა კვარაცხელია ჯერჯერობით „რუბინში“ რჩება
18:12 01.09.2021 (განახლებულია: 21:27 01.09.2021) მთელი ზაფხულის განმავლობაში პრესაში ჩნდებოდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიათი ევროპის წამყვანი კლუბები ინტერესდებოდნენ.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ჯერჯერობით „რუბინში“ რჩება. ამის შესახებ გამოცემა
РБК Спорт-ს ყაზანური კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განუცხადა.
„ხვიჩა ჯერჯერობით „რუბინში“ რჩება. წინადადება „ტოტენჰემიდან“ არ ყოფილა“, – განაცხადა საიმანოვმა.
ბოლო პერიოდში მასმედიაში აქტიურად განიხილებოდა თემა, რომ ქართველი ნახევარმცველის შეძენაში მთავარი ფავორიტი ლონდონის „ტოტენჰემია“.
პრესაში მთელი ზაფხულის განმვალობაში იწერებოდა, რომ კვარაცხელიათი დაინტერესდნენ ევროპის წამყვანი კლუბები: „ბორუსია“ (დორტმუნდი), „რომა“, “იუვენტუსი“, „მილანი“, „სევილია“.
ამჟამად კვარაცხელია 12 აგვისტოს პოლონეთის „რაკუვას“ წინააღმდეგ მატჩში მიღებულ ტრავმას იშუშებს. ამის გამო საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის კოსოვოსა (2 სექტემბერს) და ესპანეთის (5 სექტემბერს) წინააღმდეგ არ გამოიძახა.