რომელ პარტიას ჩაურიცხეს ყველაზე მეტი თანხა არჩევნების წინ

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების" ოფისი
„ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
გამოწერა
ყველაზე მეტი შემოწირულობა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო – მის ანგარიშზე 4 მლნ ლარი ჩაირიცხა.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. შემოწირულობების მხრივ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს – 20 დღეში პარტიამ 4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციაში.
კერძოდ, საუბარია 2021 წლის 2–22 აგვისტოს პერიოდზე.
შემოწირულობის რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზეა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. აღნიშნულ პერიოდში პარტიის ანგარიშზე 220,3 ათასი ლარი ჩარიცხეს.
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
„ქართული ოცნების“ ახალი კვლევა: რა აჩვენა წინასაარჩევნო გამოკითხვამ
მას მოსდევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც 20 დღეში 57,8 ათასი ლარი მიიღო.
ამ პერიოდში პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ გადაურიცხეს 49,5 ათასი ლარი, „ევროპულ საქართველოს“ – 43,8 ათასი ლარი.
რაც შეეხება გიორგი ვაშაძის პარტიას „სტრატეგია აღმაშენებელი“, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში შემოწირულობა მის ანგარიშზე არ დაფიქსირებულა.
ყველა ახალი ამბავი
0