რუსეთის პრეზიდენტმა ხუთი გენერალი გადააყენა პოსტებიდან

© photo: Sputnik / Aleksey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკშივლადიმერ პუტინი
ვლადიმერ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი გენერალი პოსტებიდან გადააყენა, იუწყება რუსული მასმედია.
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
რუსეთში დაადგინეს, რამდენი რუსი ზის უცხოეთის ციხეებში
გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობიდან გადაყენებული არიან: იუსტიციის გენერალი ნატალია აგაფიოვა, პოლიციის გენერალ-მაიორი იური დიომინი, გენერალ-ლეიტენენტი ანდრე პონორცი, გენერალ-მაიორი ვიტალი კრასნოვი და ასევე გენერალ-ლეიტენანტი დმიტრი შარობაროვი.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაუშვა ყარაჩაი-ჩერქეზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, პოლკოვნიკი ალექსანდრ მელნიჩენკო.
როგორც გამოცემა Коммерсантъ-ი წერს, გენერლები თანამდებობებს იმის გამო დაემშვიდობნენ, რომ რამდენიმე წლის წინ თავდებში ჩაუდგნენ კამჩატკის პოლიციის უფროსს, რომლის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა იყო დაწყებული.
ყველა ახალი ამბავი
0