https://sputnik-georgia.com/20210830/rusetsi-daadgines-ramdeni-rusi-zis-ucxoetis-cixeebsi-258912044.html
რუსეთში დაადგინეს, რამდენი რუსი ზის უცხოეთის ციხეებში
რუსეთში დაადგინეს, რამდენი რუსი ზის უცხოეთის ციხეებში
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. უცხოეთის ქვეყნების პენიტენციალურ დაწესებულებებში მყოფი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა ცხრა ათასს აღწევს, განაცხადა РИА... 30.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-30T10:03+0400
2021-08-30T10:03+0400
2021-08-30T14:37+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250992627_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_9679144417fa785b3897327cf51555ad.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. უცხოეთის ქვეყნების პენიტენციალურ დაწესებულებებში მყოფი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა ცხრა ათასს აღწევს, განაცხადა РИА Новости-სთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში გრიგორი ლუკიანცევმა.ამასთან მან დააზუსტა, რომ აქედან დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის სტატუსი 4371 ადამიანს აქვს, ბრალდებულისა — 1895-ს, ხოლო 2952 კაცის მიმართ უკვე გამოტანილია განაჩენი „უცხოეთის სახელმწიფოების კომპეტენტური ეროვნული სასამართლოების მიერ“.ამასთან მან განმარტა, რომ ეს ციფრები მიახლოებითია. გამომდინარე იქიდან, რომ მთელ რიგ სახელმწიფოებში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, ამომწურავი ცნობების მიღება შეუძლებელია.დიპლომატის თქმით, იმ სახელმწიფოთა არაფორმალურ რეიტინგში, რომლებშიც რუსეთის მოქალაქეები სხვადასხვა საპროცესო სტატუსით არიან დაკავებული, ლიდერობენ აშშ, პოლონეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ესტონეთი, საფრანგეთი და გერმანია.
https://sputnik-georgia.com/20210824/rusetsi-nacionalistebis-sesvla-aikrzaleba-258557111.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250992627_144:0:2805:1996_1920x0_80_0_0_de16d55d08b6e571699efb23519fc590.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
რუსეთში დაადგინეს, რამდენი რუსი ზის უცხოეთის ციხეებში
10:03 30.08.2021 (განახლებულია: 14:37 30.08.2021) თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. უცხოეთის ქვეყნების პენიტენციალურ დაწესებულებებში მყოფი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა ცხრა ათასს აღწევს, განაცხადა
РИА Новости-სთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში გრიგორი ლუკიანცევმა.
„მონაცემები რუსეთის მოქალაქეების საერთო რაოდენობის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა საპროცესო სტატუსით იმყოფებიან უცხოეთის პენიტენციურ დაწესებულებებში (ანუ ან ბრალდებულები არიან, ან ეჭვმიტანილები დანაშაულის ჩადენაში, ან მათ მიმართ უკვე გამოტანილია განაჩენი), გამუდმებით ახლდება. მიმდინარე წლის 12 აგვისტოს მონაცემებით, ასეთთა საერთო რიცხვი 9218 კაცია“, — აღნიშნა ლუკიანცევმა.
ამასთან მან დააზუსტა, რომ აქედან დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის სტატუსი 4371 ადამიანს აქვს, ბრალდებულისა — 1895-ს, ხოლო 2952 კაცის მიმართ უკვე გამოტანილია განაჩენი „უცხოეთის სახელმწიფოების კომპეტენტური ეროვნული სასამართლოების მიერ“.
ამასთან მან განმარტა, რომ ეს ციფრები მიახლოებითია. გამომდინარე იქიდან, რომ მთელ რიგ სახელმწიფოებში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, ამომწურავი ცნობების მიღება შეუძლებელია.
დიპლომატის თქმით, იმ სახელმწიფოთა არაფორმალურ რეიტინგში, რომლებშიც რუსეთის მოქალაქეები სხვადასხვა საპროცესო სტატუსით არიან დაკავებული, ლიდერობენ აშშ, პოლონეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ესტონეთი, საფრანგეთი და გერმანია.