https://sputnik-georgia.com/20210831/ra-vitarebaa-kovid-klinikebsi-jangbadis-maragtan-dakavsirebit-gabunias-ganmarteba-259188679.html
რა ვითარებაა კოვიდ-კლინიკებში ჟანგბადის მარაგთან დაკავშირებით – თამარ გაბუნიას განმარტება
რა ვითარებაა კოვიდ-კლინიკებში ჟანგბადის მარაგთან დაკავშირებით – თამარ გაბუნიას განმარტება
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-კლინიკებს მოუწოდებს, რაციონალურად გამოიყენონ ჟანგბადის არსებული მარაგები. 31.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-31T19:34+0400
2021-08-31T19:34+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252118197_0:168:3045:1880_1920x0_80_0_0_5c3ebe247eae95364d54936642219f7a.jpg
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. პაციენტების გაზრდილი ნაკადის მიუხედავად, კლინიკებში კოვიდ-ინფიცირებულებისთვის ჟანგბადის მარაგი ჯერ კიდევ საკმარისია, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.„ჟანგბადის მოწოდების ინტენსივობა და მოხმარება ძალიან გაზრდილია. გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო და სხვადასხვა ქვეყნიდან მიმდინარეობს ჟანგბადის იმპორტი“, – განაცხადა გაბუნიამ.ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ჯერჯერობით არც ერთ კლინიკაში პაციენტების ჟანგბადით მომარაგების კუთხით პრობლემები არ არის.დღეისათვის კოვიდ-კლინიკებში მკურნალობს 7,4 ათასი პაციენტი, მათი დიდი ნაწილი – 70% ჟანგბადდამოკიდებულია.საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს.სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელებას უკავშირდება.
https://sputnik-georgia.com/20210809/saqarTveloSi-sawolfondis-seriozuli-deficitia-252544087.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252118197_156:0:2887:2048_1920x0_80_0_0_9a473a9732d0ce6b3cc93bac3b57350a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
რა ვითარებაა კოვიდ-კლინიკებში ჟანგბადის მარაგთან დაკავშირებით – თამარ გაბუნიას განმარტება
19:34 31.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-კლინიკებს მოუწოდებს, რაციონალურად გამოიყენონ ჟანგბადის არსებული მარაგები.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. პაციენტების გაზრდილი ნაკადის მიუხედავად, კლინიკებში კოვიდ-ინფიცირებულებისთვის ჟანგბადის მარაგი ჯერ კიდევ საკმარისია, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
„ჟანგბადის მოწოდების ინტენსივობა და მოხმარება ძალიან გაზრდილია. გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო და სხვადასხვა ქვეყნიდან მიმდინარეობს ჟანგბადის იმპორტი“, – განაცხადა გაბუნიამ.
ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ჯერჯერობით არც ერთ კლინიკაში პაციენტების ჟანგბადით მომარაგების კუთხით პრობლემები არ არის.
„ჩვენ ვთხოვთ კლინიკებს, რომ გამოიყენონ ჟანგბადის რაციონალური მოხმარების რეკომენდაციები, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს. ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც ჟანგბადის სისტემა იყო გახსნილი, იკარგებოდა ჟანგბადი ისე, რომ პაციენტი მას ვერ იყენებდა. ასეთი ტიპის ხარვეზი რომ აღმოიფხვრას, კლინიკებთან კომუნიკაცია მუდმივად გვაქვს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დღეისათვის კოვიდ-კლინიკებში მკურნალობს 7,4 ათასი პაციენტი, მათი დიდი ნაწილი – 70% ჟანგბადდამოკიდებულია.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს.
სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელებას უკავშირდება.