თამარ გაბუნია: მოძრავი ამცრელი პუნქტები რეგიონებშიც მოეწყობა

© AP Photo / Mary Altafferვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოძრავი ამცრელი პუნქტების მოწყობა დედაქალაქში წარმატებული აღმოჩნდა და ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად აუცილებელია პუნქტები რეგიონებშიც დაემატოს.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. მოძრავი ამცრელი პუნქტების მოწყობა რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც იგეგმება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით დედაქალაქში რამდენიმე დღის წინ ავტობუსები განთავსდა, სადაც ვაქცინაციის ცენტრებია მოწყობილი.
გაბუნიას თქმით, მოძრავი ამცრელი პუნქტები თბილისში წარმატებული აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ იგეგმება მსგავსი პუნქტების მოწყობა რეგიონებში.

„ემატება ამცრელი წერტილები და მოძრავი ამცრელი პუნქტები, რაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა თბილისში, ასევე იგეგმება მათი გააქტიურება სხვა ქალაქებში, რუსთავია ამ ეტაპზე გეგმაში. ასევე ვფიქრობთ, რომ ქუთაისსა და ზუგდიდშიც დაემატოს ამცრელი პუნქტები“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარების სტაბილიზაციის ნიშნები შეიმჩნევა, რადგან გასული კვირის სტატისტიკასთან შედარებით ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით ათასი ერთეულით შემცირდა. გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
თბილისში ვაქცინაცია სპეციალურ ავტობუსებში ჩატარდება
ამჟამად საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეუძლიათ Pfizer-ის და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ. ამ დროისათვის Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე დაჯავშნა შეჩერებულია მისი ახალი პარტიის მიღებამდე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 31 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.184.306 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 393.764 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 13.8%-ს შეადგენს.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
ყველა ახალი ამბავი
0