https://sputnik-georgia.com/20210831/arcevnebze-semajamebeli-oqmis-gadasworebistvis-sasjeli-mkacrdeba-259195943.html
არჩევნებზე შემაჯამებელი ოქმის გადასწორებისთვის სასჯელი მკაცრდება
არჩევნებზე შემაჯამებელი ოქმის გადასწორებისთვის სასჯელი მკაცრდება
Sputnik საქართველო
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების გადასწორებისთვის სანქციის გაორმაგება იგეგმება. 31.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-31T23:45+0400
2021-08-31T23:45+0400
2021-09-01T00:52+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249867211_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_7d341e98deb3aed6bb7beac40ba03e8a.jpg
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს ინიციატივას, რომლის თანახმად კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების გადასწორებისთვის სასჯელი უნდა გამკაცრდეს.საუბარია ოქმში კენჭისყრის შედეგების გადასწორებაზე შესატანი ცვლილებების ამსახველი დოკუმენტის შედგენის გარეშე, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. აღნიშნული დოკუმენტი ოქმის სახით უნდა შედგეს და მას კომისიის ყველა წევრმა ხელი უნდა მოაწეროს.ინიციატივის თანახმად, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ოქმში კენჭისყრის შედეგების თვითნებური ცვლილებისთვის ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად 1000 ლარს შეადგენს.გარდა ამისა, საარჩევნო კომისიების დამნაშავე წევრებს ამ თანამდებობის დაკავება 1-2 წლით აეკრძალება, ხოლო იმ კომისიების ხელმძღვანელებს, სადაც მსგავსი დარღვევა დაფიქსირდება, თანამდებობიდან მოხსნიან.ცვლილებების ინიციატორები მმართველი პარტიის დეპუტატები არიან. მაგრამ მოასწრებს თუ არა პარლამენტი ცვლილებების მიღებას არდადეგებამდე, ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, არდადეგებების გამოცხადებამდე საშემოდგომო სესიის ფარგლებში მხოლოდ ორი პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს.
https://sputnik-georgia.com/20210817/cesko-saarCevno-komisiebi-praqtikulad-dakompleqtebulia-252610313.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249867211_138:0:1275:853_1920x0_80_0_0_fd60ed1f59e11fa6e5201da372d7e2bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს პარლამენტი
არჩევნებზე შემაჯამებელი ოქმის გადასწორებისთვის სასჯელი მკაცრდება
23:45 31.08.2021 (განახლებულია: 00:52 01.09.2021) საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების გადასწორებისთვის სანქციის გაორმაგება იგეგმება.
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს ინიციატივას, რომლის თანახმად კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების გადასწორებისთვის სასჯელი უნდა გამკაცრდეს.
საუბარია ოქმში კენჭისყრის შედეგების გადასწორებაზე შესატანი ცვლილებების ამსახველი დოკუმენტის შედგენის გარეშე, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. აღნიშნული დოკუმენტი ოქმის სახით უნდა შედგეს და მას კომისიის ყველა წევრმა ხელი უნდა მოაწეროს.
ინიციატივის თანახმად, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ოქმში კენჭისყრის შედეგების თვითნებური ცვლილებისთვის ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად 1000 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, საარჩევნო კომისიების დამნაშავე წევრებს ამ თანამდებობის დაკავება 1-2 წლით აეკრძალება, ხოლო იმ კომისიების ხელმძღვანელებს, სადაც მსგავსი დარღვევა დაფიქსირდება, თანამდებობიდან მოხსნიან.
ცვლილებების ინიციატორები მმართველი პარტიის დეპუტატები არიან. მაგრამ მოასწრებს თუ არა პარლამენტი ცვლილებების მიღებას არდადეგებამდე, ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, არდადეგებების გამოცხადებამდე საშემოდგომო სესიის ფარგლებში მხოლოდ ორი პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს.