სოლიდარობა სოცქსელით: 74 წლის კახელ მევენახეს ბანკის ვალი გადაუხადეს

© photo: Sputnikრთველი რაჭაში
რთველი რაჭაში - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობამ და ქართველმა ემიგრანტებმა გაჭირვებაში ჩავარდნილი ფერმერისთვის 177,5 ათასი ლარი შეაგროვეს.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ემიგრანტები ბანკის ვალის გადახდაში დაეხმარნენ რთულ ვითარებაში ჩავარდნილ 74 წლის კახელ ფერმერს ფირუზ იორამაშვილს.
ამ დღეებში კახეთის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა და ზოგიერთ ადგილზე თითქმის მთლიანად გაანადგურა რთვლისთვის გამზადებული ვენახები. ფერმერებს იმდენად დიდი მასშტაბის ზარალი მიადგათ, რომ მთავრობამ მათთვის კომპენსაციის გადახდა გადაწყვიტა.
სეტყვა - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
ძლიერი სეტყვა კახეთში – სტიქიამ მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა
ტელეკომპანია „ფორმულამ“ მოვლენების ადგილიდან თავის რეპორტაჟში ფირუზ იორამაშვილის ემოციური კომენტარი ჩართო, რომელიც ჟურნალისტებს თავის დასეტყვილ ვენახს აჩვენებდა. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და ათასობით მომხმარებლის ყურადღება მიიპყრო. შედეგად – ასობით ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი.
რამდენიმე დღეში 74 წლის მევენახე ძლიერ გაოცდა, როცა გაიგო, რომ მის ანგარიშზე 177.523 ლარი შევიდა. ეს თანხა მთლიანად ფარავს ბანკის სესხს, რომელიც იორამაშვილმა ვენახის მოსავლელად გამოიტანა.
„როგორც შვილს, ისე ვუვლით, დღე და ღამ აქა ვართ. ჯერ ქარი ამოვარდა, მერე წამოვიდა სეტყვა, ისეთი სეტყვა იყო, ჩიტებიც დახოცა... რომ გადაიარა, წავედი ვენახში. ძალიან გავნერვიულდი... ადამიანი რკინა ხომ არ არის, ამომიჯდა გული და დავიწყე ქვითინი, ტირილი“, – აღნიშნა იორამაშვილმა „ფორმულასთან“ საუბრისას.
კახელი პაპა დანებებას არ აპირებს და ახალი რთვლისთვის ემზადება. შეგროვებული ფულით მან ბანკის ვალი გადაიხადა. ახლა „გააცოცხლებს“ ვენახს, უმკურნალებს თავის ხელებს და დაამთავრებს რემონტს სახლში, სადაც ცოლთან ერთად ცხოვრობს.
მისი თქმით, სიტყვები არ ჰყოფნის მადლიერების გამოსახატად. „ბედნიერი ვარ“, – აღნიშნა მან.
სეტყვისგან დაზიანებული ვაზი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
სტიქია კახეთში: სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს სამ მუნიციპალიტეტში ჩაიბარებენ
იორამაშვილის მსგავს ვითარებაში ასობით კახელი ფერმერი აღმოჩნდა. სახელმწიფო მათ ზარალს ნაწილობრივ აუნაზღაურებს.
ყველა ახალი ამბავი
0