სტიქია კახეთში: სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს სამ მუნიციპალიტეტში ჩაიბარებენ

© photo: Sputnik / STRINGERსეტყვისგან დაზიანებული ვაზი
სეტყვისგან დაზიანებული ვაზი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის რეალიზაციას მთლიანად სახელმწიფო უზრუნველყოფს.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლების მოსახლეობისგან დაზიანებულ ყურძენს სამი ქარხანა ჩაიბარებს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ძლიერი სეტყვა კახეთში – სტიქიამ მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა>>
გუშინ ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონში რამდენიმე სოფელი დააზარალა. სტიქიამ თელავის სოფელ აკურაში ვენახების დიდი ნაწილი გაანადგურა. სეტყვის შედეგად ყურძნის მოსავლის დაახლოებით 90% განადგურებულია ყვარლის რაიონის რამდენიმე სოფელშიც.
რთველი შუმში - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
რთველი 2021: ფერმერებისგან ყურძენს 80-მდე კომპანია ჩაიბარებს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ სტიქიის შედეგად დაზიანებულ ყურძენს ჩაიბარებს.
გარდა ამისა, ყურძენს აკურის, ყვარლის, გურჯაანის გადამამუშავებელი ქარხნები მიიღებენ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ლოკაციებიც გაიხსნება.
როგორც რთვლის შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ განაცხადა, დაზიანებული ყურძნის შესყიდვას მთლიანად სახელმწიფო უზრუნველყოფს.
ქართული ყურძენი - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2021
რთველი-2021: კომპანიებისთვის სუბსიდირების პირობები შეიცვალა
„მთლიანად სამივე მუნიციპალიტეტიდან ველოდებით ოცი ათას ტონამდე ყურძენს. დასეტყვილ ყურძენზე ფასი ერთ კილოგრამზე გადაწყდა 0,50 ლარი, ხოლო საფერავზე ერთი ლარი“, – განაცხადა მეხუზლამ.
სტიქიის შედეგად კახეთში სულ 4-5 ათასი ჰექტარი ფართობი განადგურდა, საიდანაც 15-20 ათას ტონა ყურძენს ელოდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0