Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

UNICEF მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სასწავლო პროცესი კლასებში განაახლოს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკში„იუნისეფის“ შტაბ-ბინა ჟენევაში
„იუნისეფის“ შტაბ-ბინა ჟენევაში - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
საჭიროა სკოლების პერსონალის და ასევე 12 წელს ზემოთ იმ ბავშვების ვაქცინაცია, რომელთა სამედიცინო ისტორია დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკს შეიცავს, აცხადებენ ორგანიზაციაში.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ქართველი მოსწავლეები უნდა დაუბრუნდნენ სკოლებს და არა დისტანციურ სწავლებას, მიიჩნევენ „იუნისეფის“ რეგიონულ წარმომადგენლობაში.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი და გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და შექმნან უსაფრთხო გარემო ვირუსის გავრცელების მინიმიზაციისთვის საჭირო ზომების მიღებით“, – ნათქვამია საქართველოში „იუნისეფის“ რეგიონული ოფისის ინფორმაციაში.
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
რომელ სკოლებში განახლდება სწავლა სექტემბრიდან: ამირან გამყრელიძის განმარტება
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს ზომები მოიცავს სკოლების პერსონალისა და 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის COVID-19-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს საკლასო ოთახების უკეთესი განიავება, საჭიროებისამებრ ბავშვების მცირე კლასებად დაყოფა, ფიზიკური დისტანცირება და ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი განაცხადა, რომ ეპიდსიტუაციის დასტაბილურობამდე სასკოლო გარემოში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ანალოგიურად უყურებს ამ საკითხს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომლის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება რისკებს შეიცავს.
ინფიცირებულთა რაოდენობა თანდათან მცირდება, მაგრამ ჯერ კიდევ ოთხნიშნა რიცხვებში გამოიხატება. გარდა ამისა, ძალიან მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი - კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად ბოლო 24 საათში 78 პაციენტი გარდაიცვალა.
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ბაგა-ბაღებში: კალაძის განმარტება
ახალი სასწავლო წელი ჩვეულებრივ 15 სექტემბერს იწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის სკოლის მასწავლებლების 46% უკვე აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
ყველა ახალი ამბავი
0