https://sputnik-georgia.com/20210820/romel-skolebSi-ganaxldeba-swavla-seqtembridan-gamyreliZe-252634192.html
რომელ სკოლებში განახლდება სწავლა სექტემბრიდან: ამირან გამყრელიძის განმარტება
რომელ სკოლებში განახლდება სწავლა სექტემბრიდან: ამირან გამყრელიძის განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველოში ახალი სასწავლო წელი, როგორც წესი, 15 სექტემბერს იწყება. თუმცა განახლდება თუ არა ამჯერად საკლასო ოთახებში სწავლა, ჯერჯერობით უცნობია. 20.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-20T15:57+0400
2021-08-20T15:57+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24645/28/246452830_0:254:3072:1982_1920x0_80_0_0_7434047ff13928f52f95cafebb93da94.jpg
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. იმ სკოლებში, სადაც პერსონალისა და მასწავლებლების 80% აცრილი იქნება, შესაძლოა, სწავლა კლასებში განახლდეს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.გამყრელიძის განმარტებით, ასეთ სკოლებს „უსაფრთხო სკოლის” სტატუსი მიენიჭება.„უნდა წავახალისოთ ასეთი სკოლები, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლა. ხოლო თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღესაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გამყრელიძემ.დღეს განათლების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება. უწყების განცხადებით, ქვეყანაში ინტენსიურად მიმდინარეობს განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი.განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობამ სკოლის მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ეპიდვითარების გაუმჯობესების შემდეგ კი შერეული მოდელი დაუშვა – მშობლებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლის როგორც დისტანციური, ისე საკლასო ოთახში დასწრების მეთოდი.
https://sputnik-georgia.com/20210820/maswavlebelTa-40-procenti-acrilia-252628998.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24645/28/246452830_263:280:2621:2048_1920x0_80_0_0_be61876bb704d7857d715c3d498c9d8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
რომელ სკოლებში განახლდება სწავლა სექტემბრიდან: ამირან გამყრელიძის განმარტება
15:57 20.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საქართველოში ახალი სასწავლო წელი, როგორც წესი, 15 სექტემბერს იწყება. თუმცა განახლდება თუ არა ამჯერად საკლასო ოთახებში სწავლა, ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. იმ სკოლებში, სადაც პერსონალისა და მასწავლებლების 80% აცრილი იქნება, შესაძლოა, სწავლა კლასებში განახლდეს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის განმარტებით, ასეთ სკოლებს „უსაფრთხო სკოლის” სტატუსი მიენიჭება.
„უნდა წავახალისოთ ასეთი სკოლები, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლა. ხოლო თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღესაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გამყრელიძემ.
დღეს განათლების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება. უწყების განცხადებით, ქვეყანაში ინტენსიურად მიმდინარეობს განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი.
განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.
პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობამ სკოლის მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ეპიდვითარების გაუმჯობესების შემდეგ კი შერეული მოდელი დაუშვა – მშობლებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლის როგორც დისტანციური, ისე საკლასო ოთახში დასწრების მეთოდი.