კალათბურთელი ქალბატონის მხატვრობა და თბილისური შეხვედრების ადგილი „კამოზე“

© Facebook / Tamara Pioliaთამარ ფიოლია
თამარ ფიოლია - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
ეს ლამაზი ქალბატონი, წარსულში წარმატებული სპორტსმენი, 80-იან წლებში თბილისის „ბურევესტნიკის“კალათბურთელი თამარ ფიოლიაა.
გავიდა წლები და სპორტსმენმა ხატვა დაიწყო. ამ სფეროში იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მხატვართა კავშირის წევრი გახდა და მისი ნამუშევრები სხვადასხვა კატალოგში შევიდა.
თავისი ქალაქი დიდი ხნით არასოდეს მიუტოვებია და დღესაც ვერ გაძლებს მის გარეშე. ალბათ სწორედ „იმ ქალაქის“ სიყვარულით და მონატრებით თბილისში მისი ინიციატივით შეხვედრების პოპულარული ადგილი – რესტორანი „კამოზე“ გაჩნდა.
© Tamara Pioliaთამარ ფიოლია
თამარ ფიოლია - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
თამარ ფიოლია
- ქალბატონო თამარ, თბილისი თქვენს ცხოვრებაში - ვიცი, ეს თემა ძალიან ახლობელია თქვენთვის...
- მე ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ვარ. ამ ქალაქისადმი ჩემი სიყვარულით ვერავის გავაკვირვებ, ვერ ავხსნი, თუ რატომ და როგორ მიყვარს ის. ფაქტია, რომ ჩემი ქალაქი, ოჯახი და მეგობრები ხანგრძლივად არც ერთ დროს არ მიმიტოვებია. მაშინაც კი, როცა გარკვეული დრო მოსკოვში ვიცხოვრე, ორ კვირაში ერთხელ მაინც ვახერხებდი აქ ჩამოსვლას და აქაური ურთიერთობების ჟანგბადის ჩასუნთქვას. ეს არის ადგილი, რომელიც თუ შეგიყვარდა, ვეღარ შეელევი...
© Facebook / Tamara Pioliaთამარ ფიოლია
თამარ ფიოლია - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
თამარ ფიოლია
- იყო დრო, თბილისში კალათბურთი გოგონებს შორის პოპულარული იყო და ერთ დღეს თქვენც აღმოჩნდით მოედანზე, როგორ მოხდა ეს?
- დიახ, მართლაც იყო დრო, თბილისი სპორტით და, მათ შორის, კალათბურთით რომ ცხოვრობდა. გულშემატკივრებს შორის ბევრი ქალბატონი იყო. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აღმოვჩნდი სპორტის ამ სახეობაში, ძველ ამბავს გავიხსენებ: ბავშვობაში ძალიან მორცხვი ვიყავი, აი, ისეთი ბავშვი, რომელსაც, ახლანდელ ტერმინს თუ გამოვიყენებ, ადვილად რომ ,,აბულინგებენ“, მაგრამ დამიჯერეთ, ჩემ დროს არავინ არავის ჩაგრავდა. ერთხელაც სკოლის დირექტორმა გამომიცხადა, ან კალათბურთზე შეხვალ, ან არადა ორიანს არ მოგაშორებ ისტორიაშიო (ნეტავ, ამას დღეს ბულინგად ჩათვლიდნენ?). როცა მშობლებს ვუთხარი, დედა გადაირია: ჩემი შვილი მუსიკოსი უნდა გამოვიდეს, კალათბურთელი კი არაო. ჰოდა, როცა სკოლის დირექტორმა ორიანების დაწერა არ დააყოვნა, ოჯახურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კალათბურთზე ცოტა ხნით მაინც მევლო.
© Facebook / Tamara Pioliaთამარ ფიოლიას ნახატი
თამარ ფიოლიას ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
თამარ ფიოლიას ნახატი
- სპორტმა თქვენი ხასიათი თუ გამოაწრთო?
- თქვენ წარმოიდგინეთ, მალე კალათბურთმა ჩემი მორცხვობა საერთოდ დამავიწყა, არადა, თავიდან კარგა ხანი ცალკე გასახდელში მარტო ვიცვლიდი ხოლმე ტანსაცმელს. მალე კალათბურთისადმი ფორმალური დამოკიდებულება სპორტული აზარტით შემეცვალა. ნაკრებშიც მიმიწვიეს და დავიწყე საბჭოთა კავშირის უამრავ ქალაქში ტურნირებზე სიარული.
© Facebook / Tamara Pioliaთამარ ფიოლიას ნახატი
თამარ ფიოლიას ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
თამარ ფიოლიას ნახატი
- თამაშის დროს მომხდარი უჩვეულო შემთხვევებიდან რამე გახსენდებათ?
- რა თქმა უნდა... იმ დროს ალმა-ატაში საბჭოთა კავშირის პირველობა იმართებოდა და ერთ- ერთი თამაში უკრაინასთან გვქონდა. ძალიან დიდ წინააღმდეგობას გვიწევდნენ, ხელს არ გვანძრევინებდნენ. მე კი ჩემი მოწინააღმდეგე მემუქრებოდა კიდეც. რას მოვერეოდი – კუნთმაგარი, ორ მეტრამდე სიგრძის უკრაინელი გოგო იყო. მოკლედ, ჯარიმა ავკიდე. ვდგავარ საჯარიმოზე, ის კი ფარის ქვეშ დგას და იქიდან ჟესტებით მაშინებს. უცებ გავბრაზდი, მსაჯს ბურთი შევაჩეჩე და იმ გოგოს ვეცი. მალე მოედანზე ჩვენი და უკრაინელი ბიჭები ჩამოვარდნენ. ისეთი ამბავი დატრიალდა, ვინ ვის ურტყამდა, ვერ გაიგებდი. მე და იმ გოგოს ორი თამაშით დისკვალიფიკაცია მოგვცეს. თუმცა, სპორტს ის ახასიათებს, რომ აქ წყენა მტრობაში იშვიათად გადადის. ასე რომ, საბოლოოდ მე და ის უკრაინელი გოგო ძალიან დავმეგობრდით. ის თბილისში ხშირად ჩამოდიოდა და იმ ამბავს სიცილით ვიხსენებდით.
© Facebook / Tamara Pioliaთამარ ფიოლიას ნახატი
თამარ ფიოლიას ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
თამარ ფიოლიას ნახატი
- ბოლო პერიოდში, ყოფილმა კალათბურთელმა ხატვა დაიწყეთ და მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა...
- ბავშვობა გავიხსენე და ახლა ხატვით ვარ დაკავებული. უკვე მხატვართა კავშირის წევრი ვარ და პერსონალური გამოფენაც მქონდა. მონაწილეობას ვიღებ მხატვართა კავშირის გამოფენებში და ჩემი ნამუშევრები კატალოგებშიცაა შესული. ხატვის დროს სულიერად ვისვენებ და წარმოსახვაში ისევ იმ ძველ დროს „ვუბრუნდები“. ალბათ ამიტომაა ჩემს ნახატებში ამდენი ფერი და პოზიტივი...
© Facebook / Tamara Pioliaთამარ ფიოლიას ნახატი
თამარ ფიოლიას ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
თამარ ფიოლიას ნახატი
- მართალია, რომ იმ დროის თბილისში პოპულარული გოგო იყავით და თქვენს მანქანას ბევრი ცნობდა?
- თბილისში მართლა პოპულარული გოგო ვიყავი. მანქანას ბავშვობიდან ვატარებ, მაშინ გოგო საჭესთან იშვიათობა იყო. თანაც, მე ძალიან მიყვარდა სიჩქარე და ჩემს მანქანას ქალაქში მართლა ყველა ცნობდა. მუსიკა მიყვარდა ძალიან, მანქანაში ჯიფსი კინგის, ჯო კოკერის, ბარი ვაიტის კასეტები მქონდა... ერთ კასეტაზე მარტო კლასიკური მუსიკა იყო ჩაწერილი და როცა მარტო ვიყავი, მხოლოდ მაშინ ვრთავდი ხოლმე. მოკლედ, ცხოვრება ჩქეფდა და მასში ბევრი საინტერესო შეხვედრა და დაუვიწყარი ამბები ხდებოდა. მას შემდეგ წლები გავიდა, უფრო სწორედ, გაფრინდა. დღეს უკვე ოთხი შვილიშვილი მყავს, ზოგი ინგლისშია და ზოგი საფრანგეთში, მეგობრებიც დამეფანტნენ...
© Facebook / Tamara Pioliaნინო ლეჟავასთან ერთად
ნინო ლეჟავასთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
ნინო ლეჟავასთან ერთად
- ალბათ პირველ რიგში იმ ურთიერთობების გასახსენებლად და იმ წლების სიყვარულით გახსენით რესტორანი, სადაც პამდემიამდე ბევრი თბილისელი დადიოდა...
- დიახ, აქ, ჩემს თბილისში მე და ზაზა მამალაძემ გავხსენით რესტორანი „კამოზე“. ასე იმიტომ დავარქვი, რომ ქუჩას, სადაც რესტორანი იყო, ადრე კამოს ქუჩა ერქვა. იქ ბევრი ხალხი დადიოდა, ძირითადად ხელოვანი ადამიანები: მუსიკოსები, მომღერლები, პოეტები, მხატვრები. აბა, როგორ არ გესიამოვნებოდა, როცა საღამოს მეგობრებთან ერთად შეხვიდოდი რესტორანში, სადაც შენი მასპინძელი პირადად ზაზა მამალაძე იყო.
© Facebook / Tamara Pioliaთამარ ფიოლია და ზურა დოიჯაშვილი
თამარ ფიოლია და ზურა დოიჯაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
თამარ ფიოლია და ზურა დოიჯაშვილი
- ვინ იყვნენ „კამოზე“ ხშირი სტუმრები?
- ძალიან ბევრი კარგი ადამიანი: ნინო ლეჟავა, ბესო კალანდაძე, ნოდარ ნიკოლაიშვილი, ცხონებული ზურა დოიჯაშვილი... რა ვიცი, რა ჩამოთვლის მათ, ვინც ჩვენთან მოდიოდა, ვისთან ურთიერთობისა და სიმღერის ბედნიერება ნებისმიერს ჰქონდა.
© Facebook / Tamara Pioliaზაზა მამალაძესთან ერთად
ზაზა მამალაძესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
ზაზა მამალაძესთან ერთად
- ხშირად რომელ ამბავს იხსენებთ ხოლმე?
- ერთხელ, ახალი წლის ღამეს, როცა რესტორანი გადატენილი იყო სტუმრებით, კარი გაიღო და თემურ ყვითელაშვილი შემოვიდა. მითხრა, ახლა ჩამოვფრინდი თბილისში და სანამ სახლში მივიდოდი, გადავწყვიტე ჯერ თქვენთვის მომელოცა ახალი წელიო. ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ბატონმა თემურმა მაშინ ერთსაათიანი კონცერტი მოგვიწყო. როცა გარეთ გავიხედე, დავინახე, მთელი უზნაძის ქუჩა სავსე იყო, იქაური მაცხოვრებლები გარეთ ისხდნენ და ბედნიერი ღიმილით უსმენდნენ ნიჭიერ მუსიკოსს.
© Facebook / Tamara Pioliaთამარ ფიოლიას ნახატი
თამარ ფიოლიას ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
თამარ ფიოლიას ნახატი
- დღეს თქვენი რესტორანი ცარიელია...
- დიახ, ახლა პანდემიაა და ამიტომ რესტორანი დაკეტილია. თუმცა ხშირად რეკავენ ხოლმე, რადგან მოსვლა უნდათ, მაგრამ ვფიქრობ, ამ ეტაპზე ასე ჯობს. მჯერა, რომ ქართველები ამ ჭირსაც მოვერევით. მთავარია, ერთმანეთი გავამხნევოთ და ბედნიერი ხვალინდელის იმედით ხშირად გავიმეოროთ: „მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება“...
ყველა ახალი ამბავი
0