https://sputnik-georgia.com/20210830/seravatiani-kreditebi-saqartvelo-prioritets-adgilobrivi-warmoebis-ganvitarebas-aniwebs-259157977.html
შეღავათიანი კრედიტები: საქართველო პრიორიტეტს ადგილობრივი წარმოების განვითარებას ანიჭებს
შეღავათიანი კრედიტები: საქართველო პრიორიტეტს ადგილობრივი წარმოების განვითარებას ანიჭებს
Sputnik საქართველო
საწარმოები, რომლებიც საექსპორტო პროდუქციას აწარმოებენ ან იმპორტის ჩანაცვლებაზე ზრუნავენ, ისარგებლებენ საკრედიტო პროცენტების თანადაფინანსებით და მიიღებენ... 30.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-30T21:17+0400
2021-08-30T21:17+0400
2021-10-19T18:04+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24824/08/248240827_166:0:1282:628_1920x0_80_0_0_4e0ee5a5d89320e4cbfcb8a896968dc4.jpg
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. შიდა წარმოების განვითარების, ექსპორტის გაფართოებისა და იმპორტის ეტაპობრივად ჩანაცვლების პროგრამა საქართველოში 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ორშაბათს, სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.ახალი კომპონენტები ამოქმედდება პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და ხელს შეუწყობს ქართული წარმოების გაძლიერებას.გარდა ამისა, მინისტრის თქმით, სახელმწიფოსგან საწარმოები მიიღებენ საგრანტო თანადაფინანსებას ინვესტიციების 15%-ის მოცულობით (მაგრამ არაუმეტეს 500 ათასი ლარისა), ამავდროულად მოხდება სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირება, მაქსიმუმ 10 წლის ვადით.„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.პროგრამა მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას.საუბარია სესხების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომლებიც მოიცავს 200-ზე მეტი სახის საქმიანობას და მიკროგრანტებს, რომლებიც ეხება 300-ზე მეტი სახის საქმიანობას.პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6,2 ათასზე მეტი პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
https://sputnik-georgia.com/20210830/subsidirebuli-ipotekuri-sesxis-programa-1-seqtembridan-amoqmeddeba-259140582.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24824/08/248240827_212:100:998:689_1920x0_80_0_0_a0eb59cdcfa827fb338d6127a4a7748c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
შეღავათიანი კრედიტები: საქართველო პრიორიტეტს ადგილობრივი წარმოების განვითარებას ანიჭებს
21:17 30.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) საწარმოები, რომლებიც საექსპორტო პროდუქციას აწარმოებენ ან იმპორტის ჩანაცვლებაზე ზრუნავენ, ისარგებლებენ საკრედიტო პროცენტების თანადაფინანსებით და მიიღებენ გრანტებს ინვესტიციების 15%-ის მოცულობით.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. შიდა წარმოების განვითარების, ექსპორტის გაფართოებისა და იმპორტის ეტაპობრივად ჩანაცვლების პროგრამა საქართველოში 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ორშაბათს, სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ახალი კომპონენტები ამოქმედდება პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და ხელს შეუწყობს ქართული წარმოების გაძლიერებას.
„ის საწარმოები, ვინც არის ჩართული საექსპორტო წარმოებაში, ან იმპორტის კონკურენტები არიან და იმპორტის ეტაპობრივ შემცირებას, ჩანაცვლებას ემსახურებიან, მიიღებენ ერთდროულად სესხის თანადაფინანსებას“, – განაცხადა თურნავამ.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, სახელმწიფოსგან საწარმოები მიიღებენ საგრანტო თანადაფინანსებას ინვესტიციების 15%-ის მოცულობით (მაგრამ არაუმეტეს 500 ათასი ლარისა), ამავდროულად მოხდება სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირება, მაქსიმუმ 10 წლის ვადით.
„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.
პროგრამა მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას.
საუბარია სესხების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომლებიც მოიცავს 200-ზე მეტი სახის საქმიანობას და მიკროგრანტებს, რომლებიც ეხება 300-ზე მეტი სახის საქმიანობას.
პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6,2 ათასზე მეტი პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.