Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როდის მოიხსნება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები – თამარ გაბუნიას განმარტება

© photo: Sputnikავტობუსი
ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ რთულია, ამ ეტაპზე კი აქცენტი დაწესებული რეგულაციების მაქსიმალური სიმკაცრით აღსრულებაზე კეთდება, განმარტა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ არსებობს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში არსებული რეგულაციების, მათ შორის საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. დღევანდელი მდგომარეობით კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ რთულია.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ღარიბაშვილი: ყველა პროგნოზის მიხედვით, ოქტომბრიდან მშვიდი პერიოდი იქნება
„კლინიკები გადატვირთულია და 8.700-მდე საწოლია მობილიზებული. სექტორი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. ამდენად, ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალაშია, მაქსიმალური სიმკაცრით უნდა აღსრულდეს და დღეს მთავარი აქცენტი ამაზე კეთდება“, – განაცხადა გაბუნიამ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ლეიბორისტების ლიდერი ხალხის ქუჩაში გამოყვანით იმუქრება
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. 4 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ფესტივალები, კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, დაიკეტა საბავშვო გასართობი ცენტრები. კვების ობიექტები, 00:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათამდე მუშაობენ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.915-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 545.033-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 78 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 7.329-ს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0